Thumbnail

მედვედევმა მეცის პუბლიკას მაიმუნის მიმიკებით უპასუხა

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი
  • სტენ ვავრინკა 6:4, 6:7, 6:4 დანიილ მედვედევი
  • რუსმა ჩოგბურთელმა თავი სამარცხვინო საქციელით გამოიჩინა

მსოფლიოს მესამე ჩოგანმა, დანიილ მედვედევმა მეცის ტურნირზე სტენ ვავრინკასთან წაგებულ (4:6, 7:6, 4:6) მატჩში დავიწყებული ჩვევა გაიხსენა და დამსწრე პუბლიკის მიმართ აგრესია ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ პირველად გამოხატა.

მედვედევმა სამარცხვინო საქციელით თავი მესამე სეტის მესამე გეიმში გამოიჩინა. გათამაშების წაგების შემდეგ, გაბრაზებულმა ჩოგანი კორტს დაანარცხა, რასაც პუბლიკის მხრიდან ობსტრუქცია მოჰყვა. რუსმა კი ფანების 'ბუუ!' მაიმუნის ხმებს დაუკავშირა და პუბლიკას აღნიშნული ცხოველის მიმიკებით დასცინა.

აღსანიშნავია, რომ მედვედევისთვის აღნიშნული ქმედება პირველი სულაც არაა. 2019 წლის ამერიკის ღია პირველობაზე გულშემატკივრებს უსტვინა, მიმდინარე წელს კი Australian Open-ზე 'სიუ' შეძახილი 'ბუუ-ში' აერია და მელბურნშიც თავი უღირსი საქციელით შეირცხვინა.

კომენტარები

ბოლო ამბები