Thumbnail

გიორგი მაკარიძემ პონფერადინაში სადებიუტო მატჩი ახლახან ჩაატარა. 32 წლის მეკარემ შანსი ლა ლიგა 2-ის მე-6 ტურის შეხვედრაში, სტუმრად ალბასეტესთან მიიღო, კარი მშრალად შეინახა და თავის გუნდს 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა. 

მომდევნო შეხვედრას პონფერადინა 24 სექტემბერს, შინ ტენერიფესთან გამართავს. სავარაუდოდ, მაკარიძე ამ მატჩშიც კარში იდგება, რადგან მისი მთავარი კონკურენტი ამირ აბედზადე, რომელსაც გუნდის მთავარი მწვრთნელი ჟოზე გომეში სეზონის სტარტიდან ნდობას უცხადებდა, ირანის ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული. 

ჟოზე გომეში ორივე მეკარით კმაყოფილია

ჟოზე გომეშმა ტენერიფესთან თამაშის წინ გუნდის მეკარეებზე და მათ მიმართ ნდობაზე ისაუბრა:

"ამირს გარკვეული შეცდომები ჰქონდა, თუმცა ამის გამო მის მიმართ ნდობა არ გამნელებია. უბრალოდ, ვიფიქრე, რომ მოვიდა დრო თავის გამოჩენის შესაძლებლობა მაკარიძისთვისაც მიმეცა და არ დავლოდებოდი ამირის წასვლას. შესაძლოა, ეს რისკი იყო ჩემი მხრიდან, მაგრამ ამავდროულად, ეს მოტივაცია იყო მაკისთვის, რომელიც ამირის თანდასწრებით თამაშობდა. მან დაკისრებულ პასუხისმგებლობას თავი ძალიან კარგად გაართვა. ორივე მეკარესთან მიმუშავია და ვიცი, რომ ორივეს ნდობა შეიძლება. ამ თვალსაზრისით, შეგვიძლია კმაყოფილები ვიყოთ", - თქვა 52 წლის პორტუგალიელმა მწვრთნელმა, რომელიც გიორგისთან 2020/21 წლების სეზონში, ალმერიაშიც მუშაობდა.

პონფერადინას სეგუნდა დივიზიონში 6 მატჩში 3-3 მოგება და წაგება აქვს და 9 ქულით სატურნრო ცხრილში მე-11 პოზიციაზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები