Thumbnail

გოლი მარიბორთან - ოთარ კიტეიშვილი ფორმას იბრუნებს

  • შტურმი 5:1 მარიბორი
  • ავსტრიულმა გუნდმა სანაკრებო პაუზის პერიოდში ამხანაგური მატჩი ჩაატარა

ოთარ კიტეიშვილი, რომელიც ტრავმის გამო ბოლო დრომდე ვერ თამაშობდა და სექტემბრის სანაკრებო მატჩებსაც ამის გამო ტოვებს, გრაცის შტურმის ამხანაგურ შეხვედრაში გატანილი გოლით გამოირჩა. 

ავსტრიულმა გუნდმა სანაკრებო პაუზით ისარგებლა და ამხანაგური მატჩი სლოვენიურ მარიბორთან ჩაატარა, რომელსაც დიდი ანგარიშით მოუგო - 5:1. 26 წლის ქართველმა ნახევარმცველმა გოლი 37-ე წუთზე, 11-მეტრიანიდან გაიტანა და ანგარიში 4:0 გახადა. კიტეიშვილი მეორე ტაიმში შეცვალეს.

შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილს ტრავმის გამო წინა სეზონის საკმაოდ დიდი ნაწილი გაუცდა და მოედანს გაზაფხლზე დაუბრუნდა, ზაფხულში კი საქართველოს ნაკრებშიც ითამაშა, მაგრამ შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემა ისევ შეექმნა და გრაცელებს ვერც 2022/23 წლების სეზონის სტარტზე ეხმარებოდა. ოთარი მოედანს ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა და ევროპალიგასა და ავსტრიის ბუნდესლიგის თითო მატჩში, შეცვლაზე ითამაშა.

კიტეიშვილი სანიოლის გუნდს ერთა ლიგის ჯგუფის ბოლო მატჩებში ვერ ეხმარება

აღსანიშნავია, რომ კიტეიშვილმა გოლი ბოლოს საქართველოს ნაკრებში გაიტანა - 9 ივნისს, სტუმრად ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოგებულ შეხვედრაში (3:0).

ავსტრიის ბუნდესლიგაში გასული 9 ტურის შემდეგ, გრაცის შტურმს 18 ქულა აქვს და მესამე პოზიციაზეა, ლიდერ ზალცბურგს კი 3 ქულით ჩამორჩება. კიტეიშვილის გუნდი ჩემპიონატს 2 ოქტომბერს, ვენის აუსტრიასთან გასვლითი მატჩით განაახლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები