Thumbnail
  • გარემოს დაცვის აქტივისტი კორტზე შეიჭრა და ცეცხლი დაანთო
  • მან საკუთარი თავიც დიდი საფრთხის ქვეშ ჩაიგდო

ლონდონში, ლეივერის თასზე დღეს როჯერ ფედერერი კარიერის უკანასკნელ მატჩს ატარებს - რაფაელ ნადალის მხარდამხარ. ჩოგბურთის 41 წლის ლეგენდის ბოლო თამაშის წინ უსიამოვნო ამბავი მოხდა: ახალგაზრდა მამაკაცი კორტზე შეიჭრა და ცეცხლი წაეკიდა!

აი, რა მოხდა: ციციპასისა და შვარცმანის მატჩის მეორე სეტის დროს, მამაკაცი, რომელიც გარემოს დაცვის აქტივისტია, კორტზე შევარდა და ცეცხლი დაანთო. მოულოდნელად, ცეცხლი მას მარჯვენა ხელზეც წაეკიდა. დემონსტრანტს ამაზე პანიკური რეაქცია ჰქონდა, თუმცა თვითონვე შეძლო ხელზე მოკიდებული ცეცხლის ჩაქრობა. მას თეთრი მაისური ეცვა, რომელზეც ეწერა: “End UK Private Jets“. ანუ: “დასრულდეს ბრიტანეთში პირადი თვითმფრინავები.”

აქტივისტი 20 წლისაა, რომელსაც კაი ჰქვია. ის ხსენებული წარწერის შესაბამისი სახელწოდების მქონე ორგანიზაციის წევრია, რომელიც ნახშირბადის გამონაბოლქვს აპროტესტებს.

კომენტარები

ბოლო ამბები