Thumbnail

საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურში ჩრდილოეთ მაკედონია 2:0 დაამარცხა და ევრო 2024-ის პლეი ოფის საგზური გაინაღდა. ამასთან, ეროვნულმა გუნდმა მომდევნო ერთა ლიგაზე B დივიზიონში თამაშის უფლება მოიპოვა და წაუგებელი სერიაც გააგრძელა (10 მატჩი), რითაც საქართველოს რეკორდი განმეორდა.

სტატისტიკურმა პორტალმა Whoscored-მა მაკედონიასთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი მამარდაშვილი დაასახელა, რომელსაც 8.0 ქულა დაუწერა. ქართველმა მეკარემ 6 ‘სეივი’ მიითვალა და კარის მშრალად შენახვა შეძლო. სხვათა შორის, ეს გიორგის მე-4 სანაკრებო მატჩი იყო და ზედიზედ მესამედ არ გაუშვა გოლი. ასე რომ, 21 წლის მეკარის სანაკრებო კარიერა შესანიშნავად იწყება.

მამარდაშვილის შემდეგ გიორგი აბურჯანიამ დაიმსახურა ყველაზე კარგი შეფასება (7.8), ხოლო ბუდუ ზივზივაძეს 7.7 ქულა ერგო. 7.4 ქულა მიიღეს ხვიჩა კვარაცხელიამ და საბა კვერკველიამ.

Whoscored-ის შეფასებებიმამარდაშვილი - 8.0, კვერკველია - 7.4, კაშია - 7.2, ხოჭოლავა - 6.3, კაკაბაძე - 6.8, აბურჯანია - 7.8, კვეკვესკირი - 7.2, წიტაიშვილი - 6.7, დავითაშვილი - 6.8, ზივზივაძე - 7.7, კვარაცხელია - 7.4, მამუჩაშვილი - 6.2, აზაროვი - 6.2, მექვაბიშვილი - 6.4, ლოჩოშვილი - 6.6, მიქაუტაძე - 6.3.

საქართველოს ნაკრებიდან დარტყმის ყველაზე მეტი მცდელობა ზივზივაძეს ჰქონდა (3), შემდეგ კვარაცხელიას (2). ხვიჩას დრიბლინგის სამი მცდელობა ჰქონდა, ხოლო კარში ზუსტად მხოლოდ აბურჯანიამ და კვარაცხელიამ დაარტყეს (თითოჯერ). ყველაზე მეტჯერ მეტოქის დარტყმა (ორჯერ) ლუკა ლოჩოშვილმა დაბლოკა და ეს აღსანიშნავია, რადგან მან შეცვლაზე ითამაშა, გიორგი აბურჯანიამ კი 6 ვარდნა შეასრულა და ამ შედეგთან ახლოს სხვა არც არავინ ყოფილა.

ამგვარად, საქართველოს ნაკრებს 5 ტურში 13 ქულა აქვს და როგორც ვთქვით, უკვე გაინაღდა, როგორც ევრო 2024-ის პლეი ოფში თამაში, რომელიც 2024 წლის მარტში გაიმართება, ისე მომდევნო სეზონის ერთა ლიგაზე B დივიზიონში ასპარეზობაც. ვილი სანიოლის გუნდი ერთა ლიგის ბოლო ტურში 26 სექტემბერს, გასვლაზე გიბრალტარის ნაკრებს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები