Thumbnail

თემურ ქეცბაიამ კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რანგში მუშაობას წარმატებულად დაიწყო - ქართველის გაწვრთნილმა გუნდმა საკუთარ მოედანზე საბერძნეთს მარინოს ძიონისის გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით მოუგო - 1:0. 

აღსანიშნავია, რომ ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში კვიპროსს არც მოგება ჰქონდა და საკუთარ მოედანზე 1 გოლიც ვერ გაეტანა. საბერძნეთი კი პირიქით, წაუგებელი გახლდათ და გოლიც არ ჰქონდა გაშვებული. ამ მოგებით კვიპროსმა C დივიზიონში დარჩენის შანსები შეინარჩუნა. 

საბერძნეთის ნაკრების წაგება ძალიან დადებითი შედეგია საქართველოს ნაკრებისთვის. ვილი სანიოლის გუნდი ერთა ლიგის C დივიზიონში საუკეთესოობისთვის იბრძვის და თუ გასვლაზე გიბრალტარს დაამარცხებს, მეორე ადგილი და ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალის მასპინძლობა გარანტირებული აქვს. ბოლო ტურის წინ პლეი ოფში გასული გუნდებიდან საქართველოს, თურქეთსა და ყაზახეთს თანაბარი, 13-13 ქულა აქვს, საბერძნეთს - 12. 

კომენტარები

ბოლო ამბები