Thumbnail

გარდაიცვალა ლეგენდარული ქართველი ძალოსანი რაფაელ ჩიმიშკიანი

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • რაფაელ ჩიმიშკიანი ძალოსნობაში პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი იყო
  • ის მსოფლიოს ორგზისა და ევროპის ექვსგზის ჩემპიონი გახლდათ

93 წლის ასაკში გარდაიცვალა ძალოსნობაში პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი რაფაელ ჩიმიშკიანი. 

ის 1929 წლის 23 მარტს თბილისში დაიბადა. იყო XV ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1952, ჰელსინკი), მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1954, 55) და ორგზის მეორე პრიზიორი (1950, 53), ევროპის ექვსგზის ჩემპიონი (1950, 51, 54-57) და მეორე პრიზიორი (1953), მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი (1951), სსრკ ათგზის ჩემპიონი (1949-60), მსოფლიოს 11-გზის რეკორდსმენი, აქედან 5 რეკორდი დამყარებული აქვს სამჭიდში: 337.5 კგ. (1952), 340 კგ. (1953), 342.5 კგ, 345 კგ. და 350 კგ. (1954). გახლდათ სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ბრწყინვალების საპრეზიდენტო, ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი.

კომენტარები

ბოლო ამბები