Thumbnail
  • დღეს ‘უემბლიზე’ დიდი საფეხბურთო კლასიკაა: ინგლისი V გერმანია
  • გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტი დაიცვა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

პარადოქსია, მაგრამ ფაქტი: დღეს, ერთა ლიგის A დივიზიონის მე-3 ჯგუფში, ბოლო ტურში დიდი საფეხბურთო კლასიკაა - ინგლისის ნაკრები გერმანიას უმასპინძლებს, მაგრამ ამ თამაშს სატურნირო მნიშვნელობა აღარ აქვს.

ინგლისის ნაკრებს ჯგუფში ბოლო, მე-4 ადგილზე გასვლა და ერთა ლიგის B დივიზიონში დაქვეითება აქვს განაღდებული, გერმანია კი ბოლო ტურის წინ მე-3 ადგილზეა და პირველზე გასვლის შანსი აღარ აქვს - ჯგუფი გამარჯვებულის ვინაობას უნგრეთი (10 ქულა) და იტალია (8) ერთმანეთში გაარკვევენ.

მიუხედავად იმისა, რომ ინგლისი B დივიზიონში ქვეითდება, გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი მეტოქეს მაინც “მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს” უწოდებს.

“ინგლისს ფანტასტიკური ფეხბურთი აქვს და ასეთივე ჰყავს,” - განაცხადა ფლიკმა უემბლიზე დღეს დაგეგმილი კლასიკის წინ, - “პრემიერლიგა მსოფლიოში საუკეთესოა. ინგლისის ეროვნული გუნდის შემადგენლობა შესანიშნავია.”

57 წლის ბუნდესმწვრთნელმა თავისი ინგლისელი კოლეგა გარეთ საუთგეიტიც დაიცვა: “ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელია. საუთგეიტმა ინგლისური ფეხბურთისთვის და ნაკრებისთვის ბევრი კარგი რამ გააკეთა და ახლაც კარგად მუშაობს.”

შეგახსენებთ, რომ პირველი წრის მატჩი, რომელიც მიუნხენის “ალიანც არენაზე” გაიმართა, ფრედ დასრულდა (1:1, გოლები: ჰოფმანი და კეინი).

კომენტარები

ბოლო ამბები