Thumbnail
  • ფიბამ საკალათბურთო ნაკრებების რეიტინგი განაახლა
  • საქართველოს ნაკრები 32-ე საფეხურზე აღზევდა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ფიბამ ეროვნული ნაკრებების რეიტინგი განაახლა. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახა, საქართველოს ნაკრებს რეიტინგში წინსვლა აქვს.

ილიას ზუროსის გუნდი 3 საფეხურით დაწინაურდა და ამჟამად მსოფლიოს მასშტაბით 32-ე ადგილზეა. საქართველო მცირედით უსწრებს ისრაელის ნაკრებს, რომელმაც, სხვათა შორის, 8-საფეხურიანი პროგრესი განიცადა, ხოლო მექსიკას საგრძნობლად ჩამორჩება.

...30. ლატვია - 375.3 ქულა
31. მექსიკა - 354.1

32. საქართველო - 337.4
33. ისრაელი - 332.7
34. სამხრეთ კორეა - 332.1

ათეულში რამდენიმე ცვლილება მოხდა, რომელთაგანაც აღსანიშნავია სლოვენიის ნაკრების რეგრესი 2 პოზიციით, ხოლო არგენტინა 3 ადგილით დაწინაურდა. უცვლელი დარჩა მოწინავე სამეული, რომელშიც აშშ, ესპანეთი და ავსტრალია არიან.

1. აშშ - 760.7 ქულა
2. ესპანეთი 758.9
3. ავსტრალია - 741.1
4. არგენტინა - 736.1
5. საფრანგეთი - 712.9
6. სერბეთი - 711.5
7. სლოვენია - 703.5
8. ლიეტუვა - 673.7
9. საბერძნეთი - 670.8
10. იტალია - 647.6

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებმა თურქეთი ოვერტაიმში დაამარცხა (88:83), ხოლო ბელგიასთან (ოვერ-ტაიმში 76:79), ესპანეთთან (64:90), ბულგარეთთან (80:92) და მონტენეგროსთან (73:81) დამარცხდა. ილიას ზუროსის გუნდს უახლოესი მატჩები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 11 და 14 ნოემბერს, შესაბამისად, ისლანდიასა (სტუმრად) და იტალიასთან (შინ) ელოდება.

კომენტარები

ბოლო ამბები