Thumbnail
  • 📅 26 სექტემბერი | 🏟 ვიკტორია სთედიუმი | ⌚ 22:45 | ⚽ გიბრალტარი V საქართველო
  • საქართველოს ნაკრებს პირადი რეკორდის დამყარების შესანიშნავი შანსი აქვს

საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩს სტუმრად გიბრალტარის წინააღმდეგ ჩაატარებს.

ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩთან შედარებით, ძირითად შემადგენლობაში 4 ფეხბურთელი შეცვალა. როგორც ფრანგი სპეციალისტის მიერ იყო დაანონსებული, მეკარე ამჯერად გიორგი ლორია იქნება. გარდა ამისა, ძირითად შემადგენლობაში მოხვდნენ საბა ლობჟანიძე, ანზორ მექვაბიშვილი და ირაკლი აზაროვი.

და კიდევ: საქართველოს ნაკრებში მე-100 მატჩს ჩაატარებს კაპიტანი გურამ კაშია, რომელიც ლევან კობიაშვილისა და ჯაბა კანკავას მიღწევას გაიმეორებს.

გიბრალტარი (4-3-3): ბანდა - ლოპესი, ოლივერო, ჩიპოლინა, ანესლი - ტორილია, უაისმანი, რონანი - უოკერი, ბრიტო, კაშიარო.

საქართველო (3-4-2-1): ლორია - კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა - წიტაიშვილი, კვეკვესკირი, მექვაბიშვილი, აზაროვი - ლობჟანიძე, კვარაცხელია - ზივზივაძე.

სათადარიგოები: მამარდაშვილი, შოვნაძე, ლოჩოშვილი, კვერკველია, აბურჯანია, დავითაშვილი, ყაზაიშვილი, ჩაბრაძე, მამუჩაშვილი, გიორბელიძე, მიქაუტაძე.

გურამ კაშიასთვის ეს მატჩი ნაკრებში მე-100 იქნება
📸 | ფოტოები: nakrebi.ge

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა მე-4 ჯგუფში 5 ტურში 13 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი უკვე გარანტირებული აქვს, რითაც მომდევნო ერთა ლიგაზე B დივიზიონსა და ევრო 2024-ის პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა. საქართველოს ნაკრები გიბრალტართან თუ არ წააგებს, ეს ზედიზედ მე-11 წაუგებელი თამაში იქნება, რითაც პირად რეკორდს დაამყარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები