Thumbnail

ევროპიდან მხოლოდ საქართველო - მოჭიდავეთა ნაკრები მსოფლიო თასზე გამოვა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მსოფლიოს თასზე გამოვა. 2022 წლის სეზონის შემაჯამებელ გუნდურ შეჯიბრებას 10-11 დეკემბერს აიოვა სიტი (აშშ) უმასპინძლებს და ხალიჩაზე ქართველ ფალავნებსაც ვიხილავთ.

პრესტიჟული ტურნირის მონაწილეთა ვინაობა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის გუნდური შედეგებით გაირკვა. კონკურენციაში მხოლოდ 6 უძლიერესი ნაკრები ჩაერთვება, ევროპის ქვეყნებიდან კი მსოფლიოს თასზე ჭიდაობის უფლება მხოლოდ საქართველომ მოიპოვა.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრების გარდა, მსოფლიოს თასზე აშშ, ირანი, იაპონია და მონღოლეთი გამოვლენ. მათ ერთ გუნდად დაემატებათ ხუთეულს მიღმა დარჩენილი ქვეყნების ბაზაზე დაკომპლექტებული მსოფლიოს ნაკრები.

კომენტარები

ბოლო ამბები