Thumbnail

'ვარჯიშებზეც კი დიდი წნეხის ქვეშ გვამყოფებს' - ნაპოლის კაპიტანი კვარაცხელიაზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

იტალიური ნაპოლის კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ გუნდის ახალწვეულებზე ისაუბრა და შეაქო ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც გუნდში ინტეგრირება მალევე მოახერხა. 29 წლის მცველის კომენტარს Calcionapoli24 ავრცელებს.

“ნამდვილად კარგი შევსება მივიღეთ. მაგარი ბიჭები მოვიდნენ და ინტეგრირებაც მალევე მოახერხეს. ისევე უნდა გავაგრძელოთ, როგორც დავიწყეთ. გამოჩნდა, რომ როდესაც ყველა ფეხბურთელი ბოლომდე იხარჯება, შედეგიც არის. კვარაცხელიამ თავისი თვისებების გამოვლენა უკვე მოასწრო. ვარჯიშებზეც კი მცველებს დიდი წნეხის ქვეშ გვამყოფებს. ალბათ, სეზონის განმავლობაში იქნება მომენტები, როდესაც საქმე არცთუ კარგად წაუვა და მხარში დგომა სწორედ მაშინ დასჭირდება. იგივე ეხება სიმეონეს, რასპადორის, ოლივერას და სხვებს”.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩამ ნაპოლის მაისურით ყველა ტურნირზე 9 მატჩში 4 გოლი გაიტანა, 2 საგოლე პასი მიითვალა და 2 პენალტი მოიპოვა. გარდა ამისა, სერია A-ს აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. შეგახსენებთ, რომ სანაკრებო პაუზა დასრულდა და მომავალ უიკენდზე ისევ საკლუბო ფეხბურთი დაბრუნდება. ნაპოლი 1 ოქტომბერს, სერია A-ს მე-8 ტურში ტორინოს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები