Thumbnail
  • ლა ლიგამ სექტემბრის თვის 5 საუკეთესო სეივი გამოავლინა
  • გიორგი მამარდაშვილი მესამე და პირველ ადგილებზე გავიდა

საქართველოს ნაკრებისა და ვალენსიას მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა სექტემბერში შესანიშნავად იასპარეზა. მისი კარგი თამაში ლა ლიგის ჟურნალისტებმაც დააფასეს და სექტემბრის თვის ტოპ 5 სეივში მამარდაშვილის ორი მოგერიება მოხვდა.

გიორგიმ ისეთ მეკარეებს აჯობა, როგორებიც არიან: ალექს რემირო (სოსიედადი), ედგარ ბადია (ელჩე) და რუი სილვა (ბეტისი). მესამე ადგილზე მამარდაშვილის მიერ სელტასთან მოგერიებული ბურთი გავიდა, გიორგიმ იმ ეპიზოდში სტრანდ ლარსენს აჯობა. პირველ ადგილზე რაიო ვალეკანოსთან ეპიზოდი გავიდა, სადაც ქართველმა მეკარემ ბურთი ზედიზედ 2-ჯერ მოიგერია.

მამარდაშვილი სექტემბერში ტურის საუკეთესო სეივის ავტორი 2-ჯერ იყო, ხოლო თვის შეჯამებელ ვიდეოში მისი ორივე სეივი მოხვდა.

კომენტარები

ბოლო ამბები