Thumbnail

ჯაბა კანკავამ სლოვაკეთის თასზე გაიტანა - სლოვანი შემდეგ ეტაპზეა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბრატისლავის სლოვანის ქართველმა ნახევარმცველმა სეზონის პირველი გოლი გაიტანა
  • ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა გუნდმა სლოვაკეთის თასის 1/32-ფინალი იოლად გაიარა

ბრატისლავის სლოვანის ნახევარმცველი ჯაბა კანკავა სლოვაკეთის თასის მესამე წრეში გატანილი გოლით გამოირჩა. 36 წლის ფეხბურთელისთვის ეს პირველი გოლია მიმდინარე სეზონში.

სლოვანმა სლოვაკეთის თასის 1/32-ფინალში სტუმრად ქვედა ლიგის მალა მაცასთან ითამაშა და დიდი ანგარიშითაც გაიმარჯვა (7:0). ჯაბამ, რომელიც თამაშში მეორე ტაიმიდან ჩაერთო, გოლი 62-ე წუთზე გაიტანა და სტუმართა სასარგებლოდ ანგარიში 6:0 გახადა.

შეგახსენებთ, რომ სლოვანის კიდევ ორი ქართველი ლეგიონერი - გურამ კაშია და გიორგი ჩაკვეტაძე სექტემბრის მატჩებისთვის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში იყვნენ გამოძახებულნი. 

ვლადიმირ ვაისის გუნდი სლოვაკეთის თასის 1/16-ფინალში გავიდა, სადაც მეტოქის ვინაობას მოგვიანებით შეიტყობს. 

ჯაბა კანკავამ მიმდინარე სეზონში სლოვაკური გუნდის ღირსება ყველა საკლუბო ტურნირის 15 შეხვედრაში დაიცვა.

კომენტარები

ბოლო ამბები