Thumbnail

პირველად სერია A-ში - თამაშზე ქალი არბიტრი დანიშნეს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 2 ოქტომბერს, სასულო-სალერნიტანას შეხვედრას ქალი არბიტრი მოემსახურება
  • 32 წლის მარია სოლე ფერერი კაპუტის ქვედა დივიზიონებში უკვე უმუშავია

იტალიის საფეხბურთო ჩემიონატის უმაღლეს დივიზიონში თამაშს ქალი არბიტრი პირველად განსჯის. ისტორიული ფაქტი სერია A-ს მე-8 ტურის შეხვედრაში დაფიქსირდება, რომელიც 2 ოქტომბერს გაიმართება.

იტალიური მედიის ცნობით, 32 წლის მარია სოლე ფერერი კაპუტი სასუოლო-სალერნიტანას მატჩში მთავარი არბიტრი იქნება. 

რაც შეეხება ფერერი კაპუტის პროფესიულ გამოცდილებას მამაკაცთა ფეხბურთში, ქალ არბიტრს აქამდე სერია C-ში 23 მატჩში უმსაჯია, ხოლო სერია B-ში - 3 თამაშში. ორჯერ ის იტალიის თასის შეხვედრასაც მოემსახურა, რომლებშიც სხვათა შორის, სერია A-ს გუნდები გამოდიოდნენ. 

სერია A-ში გასული 7 ტურის შემდეგ, სასუოლოს 9 ქულა აქვს და ცხრილში მე-11 პოზიციაზეა, სალერნიტანა კი 7 ქულით მე-13 ადგილს იკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები