Thumbnail
  • თბილისში GAMMA ევროპის ჩემპიონატი დასრულდა
  • საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე 16 მედალი მოიგო
  • ელენე ლოლაძე ოქროს ორივე დისციპლინაში დაეუფლა

GAMMA ევროპის ჩემპიონატი MMA 2022 თბილისში 24 სექტემბერს დაიწყო და 28 სექტემბერს დასრულდა. ტურნირის მასპინძელი ფედერაცია GMMA იყო. ოლიმპიურ სასახლეში შეკრებილმა ქომაგმა საინტერესო ბრძოლები იხილა.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 16 მედლით დაასრულა და გუნდური პირველი ადგილიც დაიკავა. ტურნირი ორ დისციპლინაში მიმდინარეობდა: MMA-სა და სტრაიკინგ MMA-ში. საქართველოს ნაკრების წევრმა, ელენე ლოლაძემ ორივე დისციპლინაში შეძლო ოქროს მედლების მოგება. ძალიან სანახაობრივი გამოდგა ლუკა ბრეგვაძის ჩხუბი, რომელმაც ფერმან ჰასანოვი მეორე რაუნდის დაწყებიდან 5 წამში გათიშა. ქართველმა მებრძოლებმა 6 ოქრო, 6 ვერცხლი და 4 ბრინჯაოს მედალი მოიგეს.

ოქრო: ნიკა ღუდუშაური (61,2 კგ - MMA), ლუკა ბრეგვაძე (83,9 კგ - MMA), ელენე ლოლაძე (56,7 კგ - MMA), ნიკა ჯაკონია (70,3 კგ - STRIKING MMA), ნიკა ბრეგვაძე (83,9 კგ - STRIKING MMA), ელენე ლოლაძე (56,7 კგ - STRIKING MMA)~

ვერცხლი: რაფაელ მოვსესიანი (65,8 კგ - MMA), სოფია ბაღიშვილი (52,2 კგ - MMA), ბექა გოგალაძე (61,2 კგ - STRIKING MMA), ლევან წიკლაური (65,8 კგ - STRIKING MMA), გიორგი აფციაური (70,3 კგ - STRIKING MMA), სანან ალიევი (77,1 კგ - STRIKING MMA)

ბრინჯაო: გიორგი კოტორაშვილი (120,2 კგ - MMA), აკაკი ჩიხაშვილი (56,7 კგ - STRIKING MMA), ირაკლი საგინაძე და მანუჩარ კვაშილავა (ორივე 56,7 კგ - MMA)

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულა, მეორე ადგილზე უკრაინა გავიდა, რომელმაც ასევე 6 ოქროს მედალი მოიგო, ხოლო მესამე ადგილი სლოვაკეთმა დაიკავა 3 ოქროს მედლით.

📺 ვიდეო: ყველა ფინალური ბრძოლა სრულად

კომენტარები

ბოლო ამბები