Thumbnail
  • ცრვენა ზვეზდამ და ზენიტმა ნოემბერში სანკტ-პეტერბურგში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
  • სერბულ და რუსულ კლუბებს მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებთ და თანამშრომლობენ
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

საქართველოს ნაკრების მცველის, ირაკლი აზაროვის კლუბი ცრვენა ზვეზდა სანკტ-პეტერბურგში ჩასვლას და იქ ამხანაგური მატჩის გამართვას ზენიტთან აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

როგორც ირკვევა, სერბულ და რუსულ კლუბებს შორის “გაზპრომ არენაზე” ამხანაგური თამაშის გამართვის თაობაზე შეთანხმება უკვე მიღწეულია და ცნობილია თარიღიც - 2022 წლის 22 ნოემბერი. 

სერბულ და რუსულ კლუბებს მეგობრობა აკავშირებთ

ცნობისთვის, ამ გუნდებმა ივლისშიც ჩაატარეს საჩვენებელი შეხვედრა, რომელიც სოჭის სტადიონზე გაიმართა და ზენიტის გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. ზოგადად, ბელგრადისა და სანკტ-პეტერბურგის კლუბებს მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებთ და თანამშრომლობენ. 

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების შეჭრისა და იქ ფართომასშტაბიანი ომის გაჩაღების შემდეგ, აგრესორი ქვეყნის ნაკრებებსა და კლუბებს ფიფა-უეფას საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა შეზღუდული აქვთ. 

ირაკლიმ სერბული გუნდის მაისურით ორი შეხვედრა ჩაატარა

ირაკლი აზაროვი ბელგრადის ცრვენა ზვეზდაში დინამო ბათუმიდან აგვისტოს დასაწყისში გადავიდა. 20 წლის მარცხენა მცველმა სერბეთის ყველაზე ტიტულოვან კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ირაკლიმ გუნდის მაისურით სერბეთის სუპერლიგის 2 მატჩში ითამაშა.

კომენტარები

ბოლო ამბები