- თბილისი და რუსთავი18-წლამდე მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს
- ზურა ამონაშვილმა 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა
უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა ის 26 მორაგბე შეარჩია, რომლებიც 1-10 ოქტომბერს 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონის ტიტულის დასაცავად იბრძოლებს. ნაკრებში 14 მორკინალი და 12 ხაზის მოთამაშეა. საქართველო ბოლო სამი ტურნირის გამარჯვებულია და ახალგაზრდა მორაგბეთა მიზანი ევროპის ჩემპიონატის ზედიზედ მეოთხედ მოგებაა.
აგვისტოში, პარიზში გამართული შეკრების შემდეგ, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა სამშობლოში ორი 5-დღიანი შეკრება გაიარეს და ლელოს ესპუართა გუნდთან საკონტროლო თამაში გამართეს, რის შემდეგაც საბოლოო შემადგენლობა შეირჩა. მთავარი მწვრთნელის, ზურაბ ამონაშვილის თქმით, შემადგენლობა ოპტიმალურია:
18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი წელს პირველად იმართება საქართველოში. თამაშები თბილისში, რაგბი პლატოზე და რუსთავში – ''ხარები არენაზე'' გაიმართება.
საქართველო ტიტულის დაცვას 1/4-ფინალში ჩეხეთთან მატჩით იწყებს. შეხვედრა 2 ოქტომბერს, ''ხარები არენაზე'' 16:15-საათზე დაიწყება. ამავე დღეს, რუსთავში, ესპანეთი რუმინეთს 12:45-საათზე ეთამაშება, ხოლო „რაგბი პლატოზე“ პორტუგალია გერმანიას (11:00) და ბელგია ნიდერლანდებს (14:30) შეხვდება.
5 ოქტომბერს დამარცხებული გუნდები მე-5 ადგილის, ხოლო გამარჯვებულები თასის ნახევარფინალებს გამართავენ. საქართველო გამარჯვების შემთხვევაში ბელგია-ნიდერლანდების წყვილს შორის უკეთესს რაგბი პლატოზე 16:15 საათზე ერკინება. ფინალები 9 ოქტომბერსაა ჩანიშნული.
18-წლამდელთა შემადგენლობა 2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე
შერკინება: გიორგი მჭედლიშვილი (აკადემია), ლუკა კოტორაშვილი (ხვამლი), შოთა ხელაძე (აია), მიხეილ ხახუბია (ლელო), გიგა თუთისანი (აია), დავით მჭედლიძე (ტულონი), თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), კახა შეყილაძე (ხვამლი), ჯაბა ოდიშარია (ლელო), გიორგი გერგედავა (აია), ნიკა ლომიძე (ხარები), ნიკა აბესაძე (ლელო), ანდრო დვალი (ლელო), თამაზ ჭამიაშვილი (ხარები);
ხაზი: ალექსანდრე ჯიღაური (ლელო), ლადო ტყაბლაძე (აია), გელა ხელაძე (ლელო), ლუკა ჭინჭარაული (ლელო), გიორგი ხაინდრავა (ლელო), ლუკა კობაური (აკადემია), ლუკა კეშელავა (არმია), ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), ტატო ბურთიკაშვილი (ვეფხვები), ლუკა ხორბალაძე (ლელო), ზურა ნინიძე (ბათუმი), ლუკა ცირეკიძე (ლელო).
მთავარი მწვრთნელი: ზურა ამონაშვილი
კომენტარები