Thumbnail

'მატადორს ჩხუბი უნდა' - ილია თოფურიას სავარაუდო მეტოქე დასახელდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ილიას 29 ოქტომბერს UFC Vegas 63-ში ედსონ ბარბოზასთან უნდა ეჩხუბა
  • დაგეგმილი ორთაბრძოლა ბრაზილიელის ტრავმის გამო აღარ გაიმართება
  • ესპანური მედია ქართველი მებრძოლის სავარაუდო მეტოქეზე წერს

ილია თოფურია ოქტაგონზე 29 ოქტომბერს უნდა დაბრუნებულიყო - UFC Vegas 63-ში ედსონ ბარბოზასთან უნდა ეჩხუბრა, მაგრამ ბრძოლა ჩაიშალა. ვეტერანმა ბრაზილილემა მუხლის ტრავმა მიიღო და ოპერაციის გაკეთება დასჭირდა, შესაბამისად, 25 წლის დაუმარცხებელი ქართველი მებრძოლი მეტოქის გარეშე დარჩა და უცნობია, როდის შეძლებს ილია ოქტაგონზე გასვლას.

ილია თოფურიას ჩაშლილ ბრძოლასა და მის სავარაუდო მომავალ მეტოქეზე ესპანურ მედიაში დაიწერა. 

"UFC-ის ესპანელ-ქართველი "მატადორი" მეტოქის გარეშე დარჩა, რაც დარტყმაა საჩემპიონო ტიტულისკენ მიმავალ გზაზე. მით უმეტეს, რომ ის მოწინააღმდეგეს აპრილიდან მოყოლებული ელოდა. 

ვეტერანი ბრაზილიელი ოქტაგონზე გასვლას ოქტომბერში ვეღარ შეძლებს

თოფურიამ ბოლოს ოქტაგონზე მორიგი ნოკაუტით მარტში, ჯეი ჰერბერტის წინააღმდეგ გაიბრწყინა. მას შემდეგ დასახელდა UFC-ის რამდენიმე მებრძოლი, რომლებმაც უარი თქვეს ილიას გამოწვევაზე. ილია წუხდა, რომ მასთან ჩხუბი არავის სურდა. საბოლოოდ ედსონ ბარბოზა აღმოჩნდა ის, ვინც დათანხმდა "მატადორთან" შეხვედრას...

რა ხდება ახლა ილია თოფურიასთან დაკავშირებით? სწორედ ეს შეკითხვა აქვთ UFC-ის ესპანელ და ქართველ გულშემატკივრებს და პლანეტის სხვადასხვა კუთხეში მის თაყვანისმცემლებს. ვარიანტი ორია - ახალი მეტოქის გამოძებნა 29 ოქტომბრის ბრძოლისთვის ან მოცდა იქამდე, სანამ ედსონ ბარბოზა გამოჯანმრთელდება და ბრძოლის მოგვიანებით გამართვა. 

31 წლის დენ იგემ ბოლოს ივნისში იჩხუბა - მოვსარ ევლოევთან წააგო

"მატადორს" ჩხუბი უნდა. "აპრილიდან მოყოლებული, ველოდები მეტოქეს", - დაწერა მან ტვიტერში, როდესაც ედსონ ბარბოზას ბრძოლიდან ჩახსნის ამბავი გაიგო. ის მეტოქეს ელოდება და როგორც ჩანს, უკვე გამოჩნდა კიდეც - დენ იგე. ამერიკელი 15 მოგებითა და 6 წაგებით ნახევრადმსუბუქ წონაში მე-11 ადგილს იკავებს და უარყოფითი დიმანიკა აქვს - ბოლო სამი ბრძოლა წააგო.
 
თავად დენი იგემ სოციალურ ქსელში დაწრა, რომ ელოდება ზარს UFC-იდან. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას უკვე შესთავაზეს ილია თოფურიასთან ჩხუბი და პასუხს ელოდებიან. მოლოდინის რეჟიმშია "მატადორიც"...

კომენტარები

ბოლო ამბები