Thumbnail

იტალიის სერია A-ს მე-8 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიმ შინ 3:1 დაამარცხა ტორინო და ტურნირს 20 ქულით ლიდერობს. ამ მატჩში მასპინძელთა მესამე გოლი ხვიჩამ გაიტანა, რითაც ის ლაციოს ფორვარდ ჩირო იმობილეს (5 გოლი სეზონში) დაეწია და მხოლოდ მარკო არნაუტოვიჩს (6 გოლი) ჩამორჩება. მატჩის შემდეგ ლუჩანო სპალეტი ქართველი ლეგიონერის თამაშით კმაყოფილი იყო.

ლუჩანო სპალეტი (ნაპოლის მწვრთნელი): "პირველი ნახევარი საათი უდიდესი უპირატესობა გვქონდა. მატჩს თავი კარგად გავართვით. სამწუხაროდ, შემდეგ ასევე ვერ გავაგრძელეთ და მეტოქემ თავისი ფეხბურთი მოგვახვია თავს. კვარაცხელიას სწორედ ამიტომ ვუძახდი ხშირად, მაგრამ ტორინომ ამ დროში კარგად ითამაშა ჩვენი სტრატეგიის წინააღმდეგ. ჩემი სურვილი იყო, კვარა შუაში უფრო ხშირად შესულიყო და მართლაც მან მეორე ტაიმში კიდევ უკეთ ითამაშა. მას შეტევების წარმოუდგენლად მრავალფეროვანი არსენალი აქვს, ის სტრატოსფეროდანაა". 

ხვიჩა კვარაცხელიას 8 ტურის შემდეგ 5 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს (პლუს მოპოვებული პენალტი). მომდევნო ტურში სერია A-ს ისტორიაში პირველი ქართული დუელი შედგება - 9 ოქტომბერს კვარაცხელიას ნაპოლი ლუკა ლოჩოშვილის კრემონეზეს ესტუმრება. 

კომენტარები

ბოლო ამბები