Thumbnail

'ბონუსი ჩარიცხოს' - მარკ ცუკერბერგი დღეს UFC-ის დაესწრო

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • მისი დარბაზში ყოფნა, მებრძოლებს არ გამოჰპარვიათ
  • ფეისბუქის დამფუძნებელი MMA-ის დიდი მოყვარულია...

საიდუმლო არაა, რომ სოციალურ ქსელ Facebook-ის დამფუძნებელი და ბიზნესმენი, მარკ ცუკერბერგი UFC-ის დიდი მოყვარულია. ამერიკელი მილიარდერი, პირად მწვრთნელთან ერთად ოქტაგონზეც არაერთხელ უნახავთ.

გუშინ კი ლას ვეგასში, ცუკერბერგი UFC-ის მინორულ საღამოს დაესწრო და მისი მეუღლისგან განსხვავებით ბრძოლებით მოიხიბლა.

მისი დარბაზში ყოფნა მებრძოლებსაც არ გამოჰპარვიათ. ალეკსეი ოლეინიკსთან გამარჯვების შემდეგ ილირ ლატიფიმ ცუკერბერგს ბონუსის გაცემისკენ უხმო.

"მგონია, რომ დღევანდელი ბრძოლით ბონუსი დავიმსახურე..." - ამბობდა ლატიფი. "ვიცი, რომ დღეს მარკ ცუკერბერგი გვესწრება და მასაც მოვუწოდებ, რომ ბონუსი ჩარიცხოს."

კომენტარები

ბოლო ამბები