Thumbnail
  • ჩისკო მუნიოსი ანორთოსისში დანიშვნასთან ახლოსაა
  • დინამო თბილისის ექსდამრიგებელი უკვე კვიპროსზეა

როგორც კვიპროსული goal philenews წერს, დიდი შანსია ესპანელი სპეციალისტი ჩისკო მუნიოსი ფამაგუსტას ანორთოსისის მთავარი მწვრთნელი გახდეს. 

წყაროს მიხედვით, მუნიოსი უკვე კუნძულზეა და წესით, მხარეები მალე უნდა შეთანხმდნენ. გუშინ, 1-ელ ოქტომბერს ჩისკო კვიპროსის უმაღლესი დივიზიონის მატჩს დაესწრო, რომელშიც ლარნაკის აეკმა ანორთოსისს 4:0 მოუგო. 

თემურ ქეცბაიას წასვლის შემდეგ ანორთოსისი სლოვენიელმა დარკო მილანიჩმა ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით ფამაგუსტელებმა კვიპროსის ჩემპიონატში 5 შეხვედრა გამართეს, 2 მოიგეს, 2 წააგეს და 1 ფრედ დაასრულეს. მოგეხსენებათ, გუნდში ორი ქართველი: გიორგი ლორია და ავთო ებრალიძე თამაშობს. 

ჩისკო მუნიოსმა კი სამწვრთნელო კარიერა თბილისის დინამოში დაიწყო. ამის შემდეგ კარიერა უოტფორდში განაგრძო და გუნდი ჩემპიონშიფიდან პრემიერლიგაში გადაიყვანა. თუმცა, ინგლისის უმაღლეს ლიგაში არადამაჯერებელი სტარტის შემდეგ უოტფორდის ბოსებმა ესპანელი გაათავისუფლეს. 2021 წლის ოქტომბერში ჩისკო სეგუნდა დივიზიონში მოასპარეზე უესკას მთავარი მწვრთნელი გახდა, თუმცა გუნდი სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა. 

კომენტარები

ბოლო ამბები