Thumbnail

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ჩეხეთი გაანადგურა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • U18 | საქართველო 76:0 ჩეხეთი
  • ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში საქართველოს მეტოქე ბელგია იქნება

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის სასტარტო მატჩში დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

“უმცროსი ბორჯღალოსნები” რუსთავის “ხარები არენაზე” ჩეხ თანატოლებს დაუხვდნენ და 76:0 მოიგეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ დონეზე თამაშები ჩვეული 80-ის ნაცვლად 70 წუთს გრძელდება, ქართველმა მორაგბეებმა სოლიდური სხვაობა დააფიქსირეს.

ზურა ამონაშვილის შეგირდებს ყველა კომპონენტში დიდი უპირატესობა ჰქონდათ და მართალია, შეცდომიც მრავლად იყო, მეტოქეთა დონეებს შორის სხვაობა ძალიან დიდი გახლდათ.

ჩეხ მორაგბეებს ქართველების შეჩერება გაუჭირდათ

უკვე ცნობილია, რომ ნახევარფინალში, რომელიც 5 ოქტომბერს არის დაგეგმილი საქართველოს 18-წლამდე ნაკრების მეტოქე ბელგია იქნება. ბელგიელებმა გაცილებით თანაბარ თამაშში ნიდერლანდებს 23:13 სძლიეს.

უფრო საინტერესო უნდა იყოს მე-2 ნახევარფინალი, რომელშიც ესპანეთი პორტუგალიას გაეჯიბრება. ესპანელებმა რუმინეთს სამარცხვინო ანგარიშით (102:0) აჯობეს, პორტუგალიამ კი გერმანიას სძლია – 52:3.

ქართველი მორაგბეები ნახევარფინალსა და წარმატების შემთხვებაში, ფინალსაც თბილისში “რაგბი პლატოზე” ჩაატარებენ. შეგახსენებთ, რომ “უმცროს ბორჯღალოსნებს” 18-წლამდელთა ევროპირველობა ზედიზედ 3-ჯერ აქვთ მოგებული და ახლა, ტიტულის შესანარჩუნებლად იბძრვიან.

კომენტარები

ბოლო ამბები