Thumbnail

'არ გვჯეროდა, რომ მოვიგეთ' - ალეგრი იუვენტუსის თამაშით კმაყოფილია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • მასიმილიანო ალეგრიმ ბოლონიასთან გამარჯვება შეაფასა
  • სპეციალისტი კმაყოფილია, მაგრამ ასე გაგრძელებას ითხოვს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ტურინის იუვენტუსმა ერთთვიანი მოუგებელი სერია ბოლონიასთან გამარჯვებით (3:0) დაასრულა. თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილი იყო მასიმილიანო ალეგრი, რომელმაც მატჩი შეაფასა და გუნდურ სულისკვეთებას გაუსვა ხაზი.

"მომეწონა სულისკვეთება და კომპაქტურობა, რაც თითქმის მთელი თამაში გვქონდა, პირველი ტაიმის ბოლო ნაწილის გარდა. დამსახურებული და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. კარგად ვითამაშეთ და ასე უნდა გავაგრძელოთ, რადგან სატურნირო ცხრილში ბევრ გუნდზე უკან ვართ, ისევე, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე და ბევრი რამ გამოსასწორებელია. მილიკისგან მსგავს ეფექტს არ ველოდი, თუმცა ვიცოდით, რომ არეკმა ფეხბურთის კარგად თამაში იცის. მას ვლაჰოვიჩთან ერთად ტანდემში უკეთესად თამაშიც შეუძლია. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ, ახლა სკუდეტოზე ფიქრი ნაადრევია, ჩვენზე წინ ბევრი გუნდია", - თქვა ალეგრიმ, რომელმაც შემდეგ ხუმრობისთვისაც მოიცალა:

"ერთი თვე მოგების გარეშე ვიყავით და გასახდელში რომ დავბრუნდით, შეიძლება ითქვას, არ გვჯეროდა, რომ მოვიგეთ", - დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ იუვენტუსს იტალიის სერია A-ში 13 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა, ლიდერებს, ნაპოლისა და ატალანტას 7-7 ქულით ჩამორჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები