- U18 | საქართველო 86:0 ბელგია
- უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ჩეხეთის შემდეგ ბელგიაც გაანადგურეს
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ფინალში გააღწია და კვირას ზედიზედ მე-4 ტიტულისთვის იბრძოლებს.
ასაკობრივ ტურნირს სწორედ საქართველო მასპინძლობს და ზურაბ ამონაშვილის შეგირდებმა მეოთხედფინალში ჩეხეთი 76:0 გაანადგურეს, დღეს კი, ნახევარფინალში ბელგიას შეხვდნენ, მეტოქე 14-ჯერ (!) დაალელოვეს და გამარჯვება არც ამჯერად გასჭირვებიათ - 86:0.

📷 | საქართველოს რაგბის კავშირი
ამგვარად, უმცროსი ბორჯღალოსნები ფინალში გავიდნენ და 9 ოქტომბერს ოქროს მედლებისთვის პორტუგალიას (ნახევარფინალში ესპანეთს არეკნების სერიაში აჯობეს) დაუპირისპირდებიან. იმავე დღეს ბრინჯაოსთვის იბრძოლებენ ესპანეთი და ბელგია, ნიდერლანდები და გერმანია V ადგილს გაითამაშებენ, რუმინეთი და ჩეხეთი კი – მეშვიდეს.
როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებს ასაკობრივი ევროპის ჩემპიონატი ზედიზედ 3-ჯერ აქვს მოგებული. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 2018 წელს ფინალში საფრანგეთს 8:3 სძლიეს, 2019 წელს ესპანეთი დაამარცხეს (20:10), შარშან კი პორტუგალიას აჯობეს (27:0).
კომენტარები