Thumbnail
  • ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის I წრე დასრულდა
  • პარი სენ-ჟერმენმა ლისაბონში ბენფიკას ვერ მოუგო

დავით ხოჭოლავას კოპენჰაგენი "ეტიჰადზე" განწირული იყო, პეპ გვარდიოლას სიტის უპირატესობა კოლოსალური იყო - მხოლოდ პირველ ტაიმში დარტყმების შეფარდება 18:0-ზე იყო (9 ზუსტი), აქედან სამი გოლი გავიდა, ორი ერლინგ ჰაალანდის ანგარიშზეა, რითაც მან ლუის სუარესს და რივალდოს (27-27 გოლი) გადაასწრო ლიგაზე გოლების რაოდენობით, მესამეც მას გაჰქონდა, რომ არა ქართველი მცველის უიღბლო რიკოშეტი. 

დავით ხოჭოლავა ჯეკ გრილიშის წინააღმდეგ

პეპმა შესვენებაზე ნორვეგიელი შეცვალა, თუმცა სიტიმ კიდევ ორი გოლის გატანა შეძლო - 5:0. ხოჭოლავამ შეუცვლელად ითამაშა. პირველი წრის შემდეგ ქართველი მცველის გუნდს მხოლოდ 1 ქულა აქვს (როგორც სევილიას). 

დღის მთავარი მოულოდნელობა ბენფიკას და პსჟ-ს მატჩში დაფიქსირდა. ფრანგული გრანდი ლეო მესიმ დააწინაურა, მაგრამ დანილოს ავტოგოლით პსჟ-მ ორი ქულა დაკარგა. მატჩის ბოლოს ფეხბურთელებს შორის მცირე დაპირისპირებაც მოხდა. პსჟ-ს და ბენფიკას 7-7 ქულა აქვთ. იუვენტუსმა პირველი სამი ქულა ჩაიწერა, ადრიენ რაბიომ დუბლი მიითვალა, ხოლო ანხელ დი მარიამ ასისტების ჰეთ თრიკი. 

ჩელსიმ იოლად დაამარცხა მილანი, პრობლემები არც რეალს ჰქონია, თუმცა შახტარმა ზუბკოვის შესანიშნავი გოლით მატჩს ინტრიგა ბოლომდე შეუნარჩუნა. 

მაშ ასე, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ნახევარი გაილია და უდანაკარგოდ მიზნისკენ მიიწევენ: ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი, ბრიუგე, ბაიერნი, სიტი და რეალი.

E ჯგუფი

ზალცბურგი 1:0 დინამო ზაგრები

გოლი: 1:0 ოკაფორი (71=პენალტი)

ჩელსი 3:0 მილანი

გოლები: 1:0 ფოფანა (24), 2:0 ობამეიანგი (56. ჯეიმსი), 3:0 ჯეიმსი (62. სტერლინგის პასით)

ჩელსი (3-4-2-1): კეპა - ფოფანა (37. ჩალობა), ტიაგო სილვა, კულიბალი - ჯეიმსი, ლოფტუს-ჩიკი, კოვაჩიჩი (66. ჟორჟინიო), ჩილუელი - მაუნტი (74. ჰავერტცი), სტერლინგი (75. ბროხა) - ობამეიანგი (65. გალაგერი)

მილანი (4-2-3-1): ტატარუშანუ - დესტი, კალულუ, ტომორი, ბალო-ტურე - ბენასერი (73. პობეგა), ტონალი - კრუნიჩი (65. რაბია), დე კეტელაერი (65. რებიჩი), ლეაო (72. ბ. დიასი) - ჟირუ (73. ორიგი)

F ჯგუფი

ლაიპციგი 3:1 სელტიკი

გოლები: 1:0 ნკუნკუ (27. ანდრე სილვას პასით), 1:1 ჟოტა (47. ფურუჰაშის პასით), 2:1 ანდრე სილვა (64. სობოსლაის პასით), 3:1 ანდრე სილვა (77. სიმაკანის პასით)

რეალი 2:1 შახტარი 

გოლები: 1:0 როდრიგო (13), 2:0 ვინისიუსი (28. როდრიგოს პასით), 2:1 ზუბკოვი (39. მიხაილიჩენკოს პასით)

რეალი (4-3-3): ლუნინი - კარვახალი, მილიტაო, ალაბა, მენდი - ვალვერდე, ჩუამენი (75. კამავინგა), კროოსი - როდრიგო (80. ასენსიო), ბენზემა, ვინისიუსი

G ჯგუფი

მანჩესტერ სიტი 5:0 კოპენჰაგენი

გოლები: 1:0 ჰაალანდი (7. კანსელოს პასით), 2:0 ჰაალანდი (33 გომესის პასით), 3:0 ხოჭოლავა (39-ავტოგოლი), 4:0 მაჰრეზი (55-პენალტი), 5:0 ალვარესი (76. მაჰრეზის პასით)

მანჩესტერ სიტი (4-4-2): ედერსონი - კანსელო (57. ლუისი), რუბენ დიაში, ლაპორტი, გომესი - მაჰრეზი, გიუნდოგანი, ბერნარდო სილვა (66. უილსონ-ესბრანდი), გრილიში - ჰაალანდი (46. პალმერი), ალვარესი 

სევილია 1:4 დორტმუნდი

გოლები: 0:1 გერეირო (6. ბელინგემის პასით), 0:2 ბელინგემი (41. ოზკანის პასით), 0:3 ადეიემი (43), 1:3 ენ-ნესირი (51. ტელიესის პასით), 1:4 ბრანდტი (75. მუკოკოს პასით)

H ჯგუფი

იუვენტუსი 3:1 მაკაბი 

გოლები: 1:0 რაბიო (35. დი მარიას პასით), 2:0 ვლაჰოვიჩი (50. დი მარიას პასით), 2:1 დავიდი (75. ჩერის პასით), 3:1 რაბიო (83. დი მარიას პასით)

იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - კუადრადო (67. ბონუჩი), ბრემერი, დანილო, დე შილიო (46. ალექს სანდრო) - მაკენი, პარედესი (85. მირეტი), რაბიო - დი მარია,  ვლაჰოვიჩი (73. კინი), კოსტიჩი (66. ლოკატელი)

ბენფიკა 1:1 პსჟ

გოლები: 0:1 მესი (22. ნეიმარის პასით), 1:1 დანილო (41-ავტოგოლი)

პსჟ (3-4-1-2): დონარუმა - დანილო, მარკინიოსი, სერხიო რამოსი - ჰაკიმი, ვიტინია (87. რუისი, ვერატი, მენდეში (67. ბერნატი) - მესი (82. სარაბია) - მბაპე, ნეიმარი 

კომენტარები

ბოლო ამბები