Thumbnail

Assassin's Creed | რა ვიცით ლეგენდარული თამაშის ახალ სერიაზე

ვასილ ჩავლეშვილი პროფილის ფოტო
ვასილ ჩავლეშვილი
  • თამაშის ახალ სერიაში ბასიმ იბნ იშაკი ბრუნდება
  • დეველოპერებმა შთამბეჭტავი თრეილერი გაავრცელეს

Assassin's Creed - კიდევ ერთი ლეგენდარული სათავგადასავლო ჟანრის ფრენჩაიზი, რომელსაც გეიმინგ ინდუსტრიის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი მიუღძვის. 

დაახლოებით ერთი თვის წინ, თამაშის შემქმნელმა დეველოპერულმა კომპანია Ubisoft-მა, სერიის ახალი თრეილერი გამოაქვეყნა, რომელსაც Assassin's Creed Mirage ქვია. ახლა კი, შეგვიძლია იმ სიახლეების შესახებ ვისაუბროთ, რომლებიც თამაშის გამოსვლამდე ვიცით. 

თამაშის სიუჟეტი მე-9 საუკუნის ბაღდადში ვითარდება - ისლამური ოქროს ხანის პერიოდში. ერთ-ერთი მთავარი ამბავია ის, რომ ახალ სერიაში ბასიმ იბნ იშაკი ბრუნდება - ოსტატი მკვლელი, პერსონაჟი, რომელიც პირველად Assassin's Creed Valhalla-ში გამოჩნდა. იგი ქუჩის ქურდიდან ასასინთა საძმოს სრულუფლებიან წვერად იქცა, რომლის მთავარი მიზანი მშვიდობისა და თავისუფლების დამყარება იქნება. მოთამაშეები სწორედ ამ გმირს აკონტროლებენ და მასთან ერთად მოუწევთ სხვადასხვა დაბრკოლებების გადალახვა. 

თამაშის პირველი გეიმფლეის ნახვის შემდეგ ნათელია, რომ სერია ადრეულ ფესვებს დაუბრუნდა. თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ კომპანიამ ფრენჩაიზის 15-წლიანი ისტორია სწორედ ამ თამაშში გააერთიანა. მასში თანამედროვე ხედვა და საკულტო მახასიათებლები შენარჩუნებულია. ყურადღებას იქცევს საოცრად დახვეწილი და რეალისტური გრაფიკული გამოსახულება, რომელიც მხატვრული ფილმის ეფექტს ქმნის. ლოგიკურია, რომ თამაშის თრეილერმა ნამდვილი აღტაცება გამოიწვია.

Assassin's Creed Mirage-ის გამოსვლა 2023 წლის გაზაფხულზე იგეგმება. თამაში შემდეგ პლატფორმებზე იქნება ხელმისაწვდომი: PS4, PS5, Xbox One, Xbox Series X|S და PC.

კომენტარები

ბოლო ამბები