Thumbnail
  • საქართველოს ფუტსალის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელად იბრძვის
  • ავთანდილ ასათიანის გუნდი ბელგიის ნაკრებს თბილისში შეხვდება

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ-რაუნდის პირველ მატჩს გამართავს. პირველი ტურის შეხვედრაში ავთანდილ ასათიანის გუნდის მეტოქე ბელგიის ნაკრები იქნება.

მეინ-რაუნდისთვის მზადების ფარგლებში, საწვრთნელ პროცესში 16 ფეხბურთელი მონაწილეობდა, საბოლოო განაცხადი კი 14 მოთამაშისგან დაკომპლექტდება. გუნდს უახლოეს ორ ოფიციალურ შეხვედრაში ტრავმის გამო ზვიად კუპატაძე ვერ დაეხმარება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი, საქართველო), თორნიკე ბუკია (კემი, ფინეთი).

წინა ხაზი: შოთა თოფურია (თელასი, თბილისი, საქართველო), ირაკლი თოდუა (თელასი, თბილისი, საქართველო), გიორგი ქურდაძე (თელასი, თბილისი, საქართველო), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ვახტანგ კეკელია (თელასი, თბილისი, საქართველო), ნუკრი ჭუმბურიძე (თელასი, თბილისი, საქართველო), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), ბინიო (ოსასუნა, პამპლონა, ესპანეთი), რონინიო (ანდერლეხტი, ბელგია), თალესი (ალ-იარმუკი, ქუვეითი), ვილიანი (გაზპრომ-იუგრა, რუსეთი), ბრუნო პეტრი (რიბერა ნავარა, ესპანეთი), ფერნანდო დრასლერი (ბეტისი, ესპანეთი), შაგინია (პალმა, მალიორკა, ესპანეთი).

მეინ-რაუნდის მეორე ტურის შეხვედრა ავსტრიასა და საქართველოს შორის 12 ოქტომბერს შედგება. ელიტ-რაუნდის საგზურს 12 ჯგუფის გამარჯვებულები და ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს, დარჩენილი 8 მეორეადგილოსანი კი ელიტ-რაუნდის საგზურისთვის ბრძოლას პლეი-ოფში გააგრძელებს.  2024 წლის ფუტსალის მსოფლიო ჩემპიონატზე სულ 7 ევროპული ნაკრები ითამაშებს.

საქართველოსა და ბელგიის ნაკრებთა მატჩი 8 ოქტომბერს, 19:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები