Thumbnail
  • საქართველო 4:2 ბელგია
  • ფუტსალის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მოგებით დაიწყო

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლა დაიწყო. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილმა ნაკრებმა პირველ ტურში ბელგიას უმასპინძლა და 4:2 მოუგო.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა. ქართველებმა ანგარიში ბინიოს გოლით პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გახსნეს. ბელგიელებმა წონასწორობა მეორე ტაიმის სტარტზევე აღადგინეს, თუმცა ფერნანდო დრასლერმა და რონინიომ საქართველოს უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდეს. სუფიან ელ ფაიკიმ ბელგიელები თამაშში კიდევ ერთხელ დააბრუნა, თუმცა თალესმა მეოთხე გოლიც გაიტანა და საქართველოს პირველი 3 ქულა გაუნაღდა.

ფუტსალის ნაკრები მომდევნო მატჩს 12 ოქტომბერს ავსტრიის წინააღმდეგ სტუმრად გამართავს, რომელმაც ბელგიასთან 0:11 წააგო. ამ ჯგუფის მოგების შემთხვევაში ავთანდილ ასათიანის გუნდი მესამე შესარჩევ ეტაპზე გადაინაცვლებს, სადაც 20 ნაკრები 5 ჯგუფში განაწილდება. ჯგუფების გამარჯვებულები მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს მიიღებენ, ხოლო 4 საუკეთესო მეორეადგილოსანი ორმატჩიანი პლეი ოფით ორ საგზურს გაითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები