Thumbnail

TOP 14-ს მე-6 ტურში გიორგი მელიქიძისა და სერგო აბრამიშვილის სტად ფრანსემ გიორგი თეთრაშვილის პერპინიანს უმასპინძლა და მეტოქე გაანადგურა - 52:3. მელიქიძემ და თეთრაშვილმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყეს, ხოლო აბრამიშვილი მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა.

მელიქიძემ სტად ფრანსეს შეხვედრის სტარტზე დიდი უპირატესობა მოუტანა. ქართველმა მორაგბემ მატჩის მე-10 და მე-19 წუთებზე შეძლო ლელოების დადება. აღსანიშნავია, რომ გიორგიმ ბოლო ორ ტურში სამი ლელოთი გამოიჩინა თავი. მან წინა ტურში ბორდოსთანაც შეძლო ლელოს დადება.


შეგახსენებთ, რომ სტად ფრანსემ მელიქიძესაც და აბრამიშვილსაც კონტრაქტები გაუხანგრძლივა. პარიზული გუნდი TOP 14-ს მე-7 ტურში პოს ესტუმრება, რომელიც ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები