Thumbnail

მოლოტოვის კოქტეილები, ჩაშლილი პრესკონფერენცია - ჩისკოს დებიუტი ანორთოსისში

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ჩისკო მუნიოსის ანორთოსისმა აპოლონთან 0:1 წააგო
  • სიტუაცია სტადიონზე და მის გარეთ უმართავი გახდა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

დინამო თბილისის ყოფილი ფეხბურთელისა და მწვრთნელის ჩისკო მუნიოსის დებიუტი ანორთოსისში უიღბლო გამოდგა - გუნდმა დერბი დათმო აპოლონთან 0:1, მატჩისას და მატჩის შემდეგ კი უამრავი ინციდენტი მოხდა. ჩისკომ ავთო ებრალიძე განაცხადში არ შეიყვანა, გიორგი ლორიამ კი შეუცვლელად ითამაშა, მის ანგარიშზე ერთი "სეივია". ანორთოსისი 7 ქულით მე-9 ადგილზეა, აპოლონი კი 14 ქულით მეორეა.

კვიპროსული მედიის ინფორმაციით, დერბი ძალზე დაძაბულად წარიმართა. პოლიციას ცრემლდენი გაზის გამოყენებაც მოუწია, 10 წუთის განმავლობაში კი სიტუაცია პრაქტიკულად უმართავი იყო. ფანები ერთმანეთს "მოლოტოვის კოქტეილებს" ესროდნენ. 

ჩისკოს პირველი პრესკონფერენცია სულაც გაუქმდა, თუმცა მან კვიპროსულ მედიასთან გასაუბრება მაინც მოახერხა. პრესკონფერენცია გაუქმდა, რადგან ფანების ნაწილი შენობაში შევარდა პროტესტის ნიშნად. თუმცა ისინი აცხადებდნენ, რომ პირადად მუნიოსთან არანაირი პრეტენზია არ აქვთ. "მხოლოდ ხუთი დღეა, რაც გუნდში ვმუშაობ. აუცილებლად გავაგრძელებთ შრომას. ამ თამაშშიც გვქონდა კარგი მომენტები, მაგრამ, რა თქმა უნდა, წინ ძალიან ბევრი საქმეა". 

კომენტარები

ბოლო ამბები