Thumbnail
  • რეალის თამაშის შემდეგ ესპანეთში ყველა რიუდიგერის გმირობაზე ლაპარაკობს
  • მადრიდელთა გერმანელმა მცველმა მატჩის შემდეგ გულშემატკივრები დაამშვიდა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

რეალი დონეცკის შახტართან მარცხს ბოლო წამებზე გადაურჩა.

მადრიდელები საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წამით ადრე 0:1-ს აგებდნენ, როცა ანტონიო რიუდიგერმა ანგარიში გაათანაბრა. მან ტონი კროოსის ჩაწოდების შემდეგ, თავით გაიტანა და შახტარის მეკარე ანდრიი ლუნინს დაეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ რეალის გერმანელ მცველს სისხლი წამოუვიდა. ბევრი სისხლი.

“კარგად ვარ, კარგად. ყველაფერი კარგადაა,” - თქვა რიუდიგერმა მატჩის შემდეგ. სხვადასხვა მედიასაშუალებების ინფორმაციით, მას 20 ნაკერი დაადეს. მოგვიანებით, რეალის მცველმა ინსტაგრამზე ”სთორიც” გამოაქვეყნა - როგორ ზის თვითმფრინავში შეხვეული თავით და დააწერა: “ცოცხლები ვართ”. მან ასევე პოსტიც დადო, რომელშიც წერს: “რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს.”

რაც ასევე საინტერესოა: რიუდიგერის სისხლიან მაისურზე კარგად ჩანდა სისხლით გამოსახული გული რეალის ლოგოს გვერდით. ესპანურ მედიაში ანტონიო რიუდიგერის თავგანწირული თამაში გმირობად შერაცხეს.

4 ტურის შემდეგ რეალი ჩემპიონთა ლიგის F ჯგუფს 10 ქულით ლიდერობს და 4 ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ ლაიპციგს, ხოლო მესამეადგილოსან შახტარს კი - 5 ქულით.

კომენტარები

ბოლო ამბები