Thumbnail
  • ქართველმა ძიუდოისტმა კუბელ ენდი გრანდასთან იპონით წააგო
  • ის ბრძოლას ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად განაგრძობს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი გურამ თუშიშვილი (100 კგ.) უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში დამარცხდა და უკეთეს შემთხვევაში, ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

თუშიშვილი ტურნირში მე-2 წრიდან ჩაერთო, სადაც სლოვენიელ ვიტო დრაგიჩს იპონით სძლია, შემდეგ კი გერმანელ იოჰანეს ფრეის ვაზარით ჩამორჩა, რომელიც ბოლოსკენ გაქვითა და მეტოქის შებოჭვაც მოახერხა.

გურამისთვის დანავსული მომდევნო ორთაბრძოლა გამოდგა, რომელშიც კუბელ ენდი გრანდას გაუმართლებლად შეეკრა, სასურველი შებოჭვა ვერ აიღო და იპონზე დაეცა.

ამგვარად, თუშიშვილი რეპეშაჟში გადაერთო, სადაც ძალებს უზბეკ ალიშერ იუსუპოვთან მოსინჯავს და თუკი მას აჯობა, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლებას მიიღებს.

როგორც მოსალოდნელი იყო, მსოფლიოს ჩემპიონატს პირველივე ორთაბრძოლაში გამოეთიშა სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.). საქართველოს ქალთა ნაკრების მძიმეწონოსანი სასტარტო შეხვედრაში ოლიმპიურ (2012) და მსოფლიოს ორგზის (2013, 2014) ჩემპიონ იდალის ორტიზს (კუბა) გაეჯიბრა და ვაზარიზე 2-ჯერ დაეცა.

კომენტარები

ბოლო ამბები