Thumbnail
  • ავსტრია 2:6 საქართველო
  • ავთანდილ ასათიანის გუნდში საუკეთესო ფერნანდო იყო, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრები მსოფლიოს 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ-რაუნდში მე-2 გამარჯვება იზეიმა და ჯგუფს სათავეში ჩაუდგა.

შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ასათიანის შეგირდებმა მე-2 ჯგუფის სასტარტო შეხვედრაში თბილისში ბელგიას 4:2 სძლიეს, დღეს კი, ვენაში ავსტრიას გაეჯიბრნენ და 6:2 დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრები მე-13 წუთისთვის უკვე 3:0-ს იგებდა და თამაშის გამარჯვებამდე მიყვანა არ გასჭირვებია. სტუმართა მხრიდან ჰეთ-თრიკი შეასრულა ფერნანდომ, თითო გოლი კი ირაკლი თოდუამ, ვილან ლოურენსომა და არჩილ სებისკვერაძემ გაიტანეს.

ასათიანის გუნდი წლეულს კიდევ ერთ მატჩს ჩაატარებს, იმავე ავსტრიასთან, 9 ნოემბერს, უკვე თბილისში. გაისად 7 მარტს კი ჯგუფში ბოლო შეხვედრაა, სტუმრად, ბელგიასთან.

ცნობისთვის, ელიტ-რაუნდის საგზურს 12 ჯგუფის გამარჯვებულები და ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს, დარჩენილი 8 მეორეადგილოსანი კი შემდეგი ეტაპისთვის ბრძოლას პლეი-ოფში გააგრძელებს.

ავსტრია 2:6 საქართველო

გოლები: 0:1 თოდუა (9), 0:2 ფერნანდო (12), 0:3 ლოურენსო (13), 1:3 ვუკოვიჩი (17), 1:4 ფერნანდო (27), 2:4 ბისერი (28), 2:5 ფერნანდო (34), 2:6 სებისკვერაძე (40).

კომენტარები

ბოლო ამბები