- ქართველი ძიუდოისტები ერთ-ერთ ფავორიტ საფრანგეთთან 1:4 დამარცხდნენ
- ძიუდო | 2017 წლის შემდეგ პირველად - საქართველოს ნაკრები ხუთეულს მიღმა დარჩა
- მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის პირველივე შეხვედრაში მარცხი განიცადა და ასპარეზობა მალევე დაასრულა.
ის, რომ ქართველ ძიუდოისტებს ძალიან გაუჭირდებოდათ, წილისყრის დასრულებისთანავე გახდა ცნობილი. საქართველოს ნაკრები სასტარტო რაუნდშივე ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტ საფრანგეთს გადაეყარა და 1:4 დამარცხდა.
საქართველოს ერთადერთი მოგება ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ.) მოუტანა, რომელიც უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გამართულ ინდივიდუალურ პირველობაზე არ გამოსულა და კონკრეტულად გუნდური ასპარეზობისთვის იყო წაყვანილი.
სამწუხაროდ, მას მხარი სხვებმა ვერ აუბეს. ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ.), გიორგი ტერაშვილმა (73 კგ.), ნინო გულბანმა (70 კგ.) და სოფიო სომხიშვილმა (+70 კგ.) ტატამი დამარცხებულებმა დატოვეს და ისე გამოვიდა, რომ მძიმე წონაში გურამ თუშიშვილს საქმეში ჩართვის საშუალება აღარც მისცემია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ინდივიდუალურ ჩემპიონატზე 4 მედალი (1 ოქრო, 3 ბრინჯაო) მოიპოვა. ჩემპიონობა ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ.) იზეიმა, ბრინჯაოს მედლებს კი ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე (ორივე – 90 კგ.) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ.) დაეუფლნენ.
კომენტარები