Thumbnail

მოურინიო: მალე ევროპალიგაზე წარუმატებელი ზვიგენები დაგვემატებიან

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ჟოზე მოურინიოს არ მოსწონს, რომ ჩემპიონთა ლიგიდან გუნდები ევროპალიგაზე გადადიან
  • პორტუგალიელმა სპეციალისტმა ბეტისთან მატჩის შემდეგ ამ თემაზე ისაუბრა

'წარუმატებელი ზვიგენები' - ასე მოიხსენია ჟოზე მოურინიომ კლუბები, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩებიან და ევროპალიგაზე გადაინაცვლებენ. რომას მთავარი მწვრთნელი ფიქრობს, რომ ეს სწორი არ არის, მაგრამ რეალობას ეგუება. "ჯალოროსის" თავკაცმა ბეტისთან მატჩის (1:1) შემდეგ სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა.

"ცოტა ხანში ყველა "ზვიგენი", რომლებიც ჩემპიონთა ლიგაში წარუმატებლად ითამაშებენ, ევროპალიგაზე გადმოვლენ და მერე დიდებულ ტურნირად მიიჩნევენ, რადგან მისი ფავორიტები გახდებიან. ჩემი აზრით, ისინი ევროპალიგაზე არ უნდა გადმოდიოდნენ, მაგრამ რეალობა ასეთია", - თქვა მოურინიომ.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამეადგილოსნები ევროპალიგაზე გააგრძელებენ ასპარეზობას. ოთხი ტურის შემდეგ დიდი შანსია, რომ ევროპის რანგით მეორე ტურნირზე ბარსელონამ, იუვენტუსმა, აიაქსმა, ატლეტიკომ, მილანმა, შახტარმა და სევილიამ გადაინაცვლონ, თუმცა, ცხადია, ყველაფერი ბოლო ორ ტურში გაირკვევა.

თავის მხრივ, ევროპალიგის პლეი ოფში თამაშის უფლება ჯერ არ მოუპოვებია რომას, რომელსაც ოთხ ტურში 4 ქულა აქვს და ბოლო ორი მატჩი, ლუდოგორეცისა და ჰიკ-ის წინააღმდეგ აუცილებლად უნდა მოიგოს. შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიოს რომამ გასულ სეზონში კონფერენსლიგა მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები