Thumbnail

'აიაქსთან პენალტი კვარაცხელიას უნდა დაერტყა' - სპალეტი ბოლონიასთან მატჩის წინ

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • 📅 16 ოქტომბერი | 🏟 დიეგო მარადონა | ⌚ 20:00 | ⚽ ნაპოლი V ბოლონია
  • ლუჩანო სპალეტის მატჩისწინა პრესკონფერენცია

იტალიის სერია A-ს მე-10 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი ბოლონიას უმასპინძლებს. მატჩის წინ ნაპოლის მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ პრესკონფერენცია გამართა. მან აღნიშნა, რომ სეზონის განვლილი ეტაპით კმაყოფილია, მაგრამ უკეთ თამაში ყოველთვის შესაძლებელია. სპალეტიმ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ახლა მისი გუნდის მიმართ მოლოდინი გაზრდილია.

ხვიჩა ბოლონიასთან მატჩისთვის ემზადება

ლუჩანო სპალეტის პრესკონფერენცია

...ნაპოლის თამაშის ხარისხზე: "სეზონის დასაწყისში ჩემი ოცნება იყო, ყოველ თამაშზე "სტადიო მარადონა" სავსე ყოფილიყო და ხალხი გაგვეხარებინა. რადგან ჩემი საქმეც სწორედ ისაა, რომ გავაბედნიერო ადამიანები, რომლებსაც ნაპოლი უყვართ. თუმცა ყოველი გამარჯვების შემდეგ მოლოდინები იზრდება და ამიტომ, ყოველთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ისინი ისევ გავახაროთ".

...ვის უნდა დაერტყა პენალტი: "როგორც ადრე ვთქვი, პენალტების შემსრულებელს თამაშის წინ ვარჩევთ. ოთხშაბათს კვარა იყო მითითებული თერთმეტმეტრიანის დამრტყმელად. ოსიმენი მივიდა მასთან და ჰკითხა, რამდენად იყო დარწმუნებული საკუთარ თავში. ვიქტორს თამაშის მეორე დღეს ვკითხე, რატომ გაიხადა გოლის შემდეგ მაისურა და ვერ მიპასუხა. ჩემი აზრით, ამიერიდან ჩვენი ფეხბურთელები იმავეს აღარ გააკეთებენ".

..უკეთ, ვიდრე აიაქსთან: "უკეთ თამაში თუ შეგვიძლია, ვიდრე აიაქსთან? რა თქმა უნდა, რადგან აიაქსთან გვქონდა შეცდომები. შესანიშნავი შედეგები გვაქვს, მაგრამ სერია A-ს სატურნირო ცხრილში სიმჭიდროვეა, მხოლოდ რამდენიმე ქულაა სხვაობა. უკეთ თამაში ყოველთვის შესაძლებელია".

შეგახსენებთ, რომ ნეაპოლელები სერია A-ს 9 ტურის შემდეგ 23 ქულით ლიდერობენ, ხოლო ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასვლა უკვე განაღდებული აქვთ. ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლის მაისურით 12 თამაშში 12 გოლში აქვს უშუალო მონაწილეობა მიღებული. 

კომენტარები

ბოლო ამბები