- არჩილ ბადრიაშვილმა, გიორგი ტეფნაძემ და ბაქარ გელაშვილმა Piolets d’Or-ზე გაიმარჯვეს
- ქართველები პრიზით დაუპყრობელ მწვერვალზე ასვლის გამო დაჯილდოვდებიან
ქართველი ალპინისტები: არჩილ ბადრიაშვილი, გიორგი ტეფნაძე და ბაქარ გელაშვილი ამ სპორტის მთავარ ჯილდოს - 'ოქროს წერაყინის' (Piolets d’Or) გამარჯვებულები გახდნენ. ქართველმა სპორტსმენებმა პრიზი პაკისტანის აქამდე დაუპყრობელ მწვერვალ სარაგარზე ასვლის გამო მიიღეს.
აღნიშნულს პრიზს ალპინიზმში 1992 წლიდან ფრანგული გაზეთი 'მონტანი' და ფრანგული 'მაღალი მთების ჯგუფი' გასცემს. ამ სპორტის სახეობაში 'ოქროს წერაყინს' არაფორმალურად 'ალპინიზმის ოსკარს' ეძახიან. მას ყოველ წელს ორი გამარჯვებული ჰყავს - პირველს სპორტის ამ სახეობაში შეტანილი წვლილისთვის აჯილდოებენ, მეორეს კი განსაკუთრებული სირთულის მწვერვალების დაპყრობაში.
ბადრიაშვილი, ტეფნაძე და გელაშვილი Piolets d’Or-ზე ნომინირებული აქამდე სამჯერ იყვნენ, წელს კი მისი მფლობელები გახდებიან. დაჯილდოების ცერემონია 18-20 ნოემბერს საფრანგეთში, ზღვის დონიდან ქვეყნის ყველაზე მაღლა მდებარე ქალაქ ბრიასონში გაიმართება.
კომენტარები