Thumbnail
  • ეჭვი არავის ეპარება, რომ დღეს “ოქროს ბურთით” ქარიმ ბენზემას დააჯილდოებენ
  • ესპანური მედიის ინფორმაციით, მისი უპირატესობა ისტორიულია
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

პრინციპში, ამაში გასაკვირი არაფერია და აბსოლუტურად მოსალოდნელი ამბავია, მაგრამ მაინც: სხვადასხვა ფრანგული და ესპანური გამოცემები დილიდან წერენ, რომ დღეს “ოქროს ბურთის” მფლობელი მადრიდის რეალის გოლეადორი ქარიმ ბენზემა გახდება.

უფრო საინტერესო ის არის, რომ ესპანური ABC-ის ინფორმაციით, ბენზემა “ოქროს ბურთს” ყველა დროის ყველაზე დიდი, ისტორიული უპირატესობით იგებს!

ამავდროულად, L'Equipe წერს, რომ საბოლოო რეიტინგში საკმაოდ მაღლა არიან ბენზემას თანაგუნდელი ტიბო კურტუა, ასევე ბაიერნიდან ბარსელონაში გადასული რობერტ ლევანდოვსკი და ლივერპულიდან მიუნხენურ გრანდში გადაბარგებული სადიო მანე.

ზოგადად, ეჭვი თითქმის არავის ეპარება იმაში, რომ “ოქროს ბურთი” ბენზემას დარჩება, რადგან ფრანგმა თავდამსხმელმა ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა - გასული სეზონის 46 ოფიციალურ მატჩში 44 გოლი გაიტანა და 15 საგოლე პასი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ბენზემა უკვე არის უეფას ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელი. უეფამ წლის რჩეულები აგვისტოს ბოლოს დაასახელა და საუკეთესო სწორედ 34 წლის ფრანგი გახდა, რომელმაც გასულ სეზონში რეალთან ერთად ჩემპიონთა ლიგა და ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო და ორივე ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. პლუს, ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ვინ რამდენჯერ მოიგო ოქროს ბურთი - TOP 10

1. ლიონელ მესი (არგენტინა) - 7 (2009, 2010, 2011, 2012, 2015, 2019, 2021)

2. კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია) - 5 (2008, 2013, 2014, 2016, 2017)

3. მიშელ პლატინი (საფრანგეთი) - 3 (1983, 1984, 1985)

4. იოჰან კრუიფი (ნიდერლანდები) - 3 (1971, 1973, 1974)

5. მარკო ვან ბასტენი (ნიდერლანდები) - 3 (1988, 1989, 1992)

6. ფრანც ბეკენბაუერი (გერმანია) - 2 (1972, 1976)

7. რონალდო (ბრაზილია) - 2 (1997, 2002)

8. ალფრედო დი სტეფანო (ესპანეთი) - 2 (1957, 1959)

9. კევინ კიგანი (ინგლისი) - 2 (1978, 1979)

10. კარლ-ჰაინც რუმენიგე - 2 (1980, 1981)

XXI საუკუნის ყველა გამარჯვებული

2001 მაიკლ ოუენი (ინგლისი)
2002 რონალდო (ბრაზილია)
2003 პაველ ნედვედი (ჩეხეთი)
2004 ანდრეი შევჩენკო (უკრაინა)
2005 რონალდინიო (ბრაზილია)
2006 ფაბიო კანავარო (იტალია)
2007 კაკა (ბრაზილია)
2008 კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)
2009 ლიონელ მესი (არგენტინა)
2010 ლიონელ მესი (არგენტინა)
2011 ლიონელ მესი (არგენტინა)
2012 ლიონელ მესი (არგენტინა)
2013 კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)
2014 კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)
2015 ლიონელ მესი (არგენტინა)
2016 კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)
2017 კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)
2018 ლუკა მოდრიჩი (ხორვატია)
2019 ლიონელ მესი (არგენტინა)
2020 პანდემიის გამო არ ჩატარდა
2021 ლიონელ მესი (არგენტინა)

კომენტარები

ბოლო ამბები