Thumbnail

გიორგი შოთაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში იჭიდავებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ესპანურ პონტევედრაში ჭიდაობაში მსოფლიოს 23-წლამდელთა პირველობა დაიწყო
  • პირველ დღეს ხალიჩაზე ბერძენ-რომაელთა 5 წონითი კატეგორიის ფალავნები გავიდნენ
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ქართველი მოჭიდავე გიორგი შოთაძე (63 კგ.) ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში დაწყებული მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა და საღამოს სესიაში (20:00 საათიდან) ფინალისთვის იბრძოლებს.

ტურნირმა დღეს აიღო სტარტი და ხალიჩაზე ხუთ წონით კატეგორიაში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გავიდნენ. შოთაძემ მერვედფინალში აბერე ფეტენეს (ისრაელი) 8:0 სძლია, მეოთხედფინალში კი სომეხ ჰრაჩია პოღოსიანს აჯობა - 3:1.

ნახევარფინალში ქართველი ფალავნის მეტოქე უკრაინელი მაკსიმ ლიუ იქნება და თუკი მოიგო, უკვე ხვალ, მსოფლიოს პირველობის ოქროს მედლისთვის იჭიდავებს.

გიორგი შოთაძემ (63 კგ) სომეხი ჰრაჩია პოღოსიანი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on Monday, October 17, 2022


ცნობისთვის, შოთაძე 23-წლამდელთა შორის ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ახალგაზრდებში ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი (2019), ჭაბუკებში ევროპის 2-გზისა (2016 და 2017) და მსოფლიოს (2016) ჩემპიონია.

სამწუხაროდ, დილის სესია მარცხის გარეშე ვერ დაასრულეს სხვა ქართველმა ფალავნებმა. გიორგი თოხაძეს (55 კგ.), ბექა მელელაშვილსა (87 კგ.) და გიორგი ცოფურაშვილს (130 კგ.) ჯერაც აქვთ რეპეშაჟში გადასვლისა და ბრინჯაოს მედლების მოპოვების შანსი, თუკი ის მოჭიდავეები, რომლებთანაც წააგეს, ფინალში გასვლას მოახერხებენ. 

აი, დავით სოლოღაშვილმა (77 კგ.) კი კვალიფიკაციაშივე წააგო და ვინაიდან მეოხედფინალში მისი გამამწარებელი გერმანელი მოჭიდავეც დამარცხდა, საქართველოს ნაკრების წევრისთვის მსოფლიოს ჩემპიონატი მალევე დასრულდა.

კომენტარები

ბოლო ამბები