Thumbnail
  • კვარცხლბეკზე ასვლა გიორგი შოთაძემა და გიორგი თოხაძემ მოახერხეს
  • ხვალ ბრინჯაოს მედლებისთვის კიდევ 4 ქართველი ფალავანი იბრძოლებს

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში მიმდინარე 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი მედლები მოიპოვეს: გიორგი შოთაძემ (63 კგ.) ვერცხლი აიღო, გიორგი თოხაძემ (55 კგ.) კი – ბრინჯაო.

შოთაძე ფინალში ირანელ იმან ჰოსეინ ხოონ მოჰამადის გაეჯიბრა და 0:8 წააგო, ხოლო თოხაძემ რეპეშაჟის გადამწყვეტ რაუნდში ამავე ანგარიშით აჯობა იაპონელ კენ მაცუის.

პირველი მედალი ესპანეთიდან! ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე გიორგი თოხაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. თოხაძემ იაპონელი მაცუი დაამარცხა

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on Tuesday, October 18, 2022


კვარცხლბეკზე ასვლის შანსი ჰქონდა ბექა მელელაშვილს (87 კგ.), თუმცა, ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში პოლონელ შიმონ შიმონოვიჩთან 1:4 დამარცხდა.

დღესვე მსოფლიოს პირველობის ნახევარფინალში ერთბაშად ოთხმა ქართველმა ფალავანმა იჭიდავა, თუმცა, ოთხივე მათგანმა წააგო. შესაბამისად, ხვალ, ირაკლი ძიმისტარიშვილი (60 კგ.), დიეგო ჩხიკვაძე (67 კგ.), ბექა გურული (82 კგ.) და გიორგი ქაცანაშვილი (97 კგ.) ბრძოლას ბრინჯაოს მედლებისთვის გააგრძელებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები