- დიეგო ჩხიკვაძემ კოლუმბიელ მეტოქეს აჯობა, ბექა გურულმა კი - თურქს
- ბერძენ-რომაელთა ნაკრებმა ტურნირი 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლით დაასრულა
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა დიეგო ჩხიკვაძემა (67 კგ.) და ბექა გურულმა (82 კგ.) ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში მიმდინარე 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
ჩხიკვაძემ რეპეშაჟის გადამწყვეტ რაუნდში კოლუმბიელი ხულიან ასევედო 3:1 დაამარცხა, გურულმა კი გაცილებით იოლად სძლია თურქ ალი ჰანჩს – 9:0.
დღესვე კვარცხლბეკზე ასვლის შანსი ჰქონდათ ირაკლი ძიმისტარიშვილსა (60 კგ.) და გიორგი ქაცანაშვილს (97 კგ.), თუმცა, მათ ბრინჯაოს მედლებისთვის ორთაბრძოლები წააგეს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მსოფლიო პირველობაზე ვერცხლი დაისაკუთრა გიორგი შოთაძემ (63 კგ.), ხოლო გიორგი თოხაძემ (55 კგ.) ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.
კომენტარები