- ანორთოსისი 3:0 დოქსა
- ჩისკოს პრესკონფერენცია მატჩის შემდეგ
ანორთოსისმა დინამო თბილისის ყოფილი ფეხბურთელისა და მწვრთნელის ჩისკო მუნიოსის თავკაცობით მესამე თამაში გამართა და პირველად გაიმარჯვა, დოქსა 3:0 დაამარცხა. გიორგი ლორიამ კარი მშრალად შეინახა და ორი "სეივი" მიითვალა, ავთო ებრალიძე ანორთოსისის განაცხადში არ ყოფილა. დოქსას რიგებში რევაზ ინჯგია სათადარიგო იყო. ამ მოგების შემდეგ ანორთოსისი 11 ქულით მე-7 პოზიციაზეა და 31 ოქტომბერს ომონიას ესტუმრება.

ჩისკო მუნიოსი (ანორთოსისის მწვრთნელი): "რთულ პირობებში ვაგრძელებთ შრომას, ეს გამარჯვება ძალზე მნიშვნელოვანი იყო და კარგი თამაშით სავსებით დამსახურებული. დღეს ბევრი შანსი გვქონდა. ჩვენი მიზანი მარტო კარგი შედეგები არ არის, თვალსასეირო ფეხბურთიც უნდა ვითამაშოთ, ისეთი, როგორიც გულშემატკივრებს მოსწონთ. მსაჯობა რთული პროფესიაა, მაგრამ ბოლო ორი თამაშია ჩვენი გუნდი იჩაგრება, პენალტი ასპროცენტიანი იყო, მაგრამ არ დაინიშნა".
კომენტარები