- გიორგი ელბაქიძემ და ვლადიმერ გამყრელიძემ ოქროს მედლები მოიგეს
- საქართველოს ნაკრებიდან ოქროს მედლისთვის კიდევ ერთი მოჭიდავე იბრძოლებს
თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ორმა ქართველმა ფალავანმა ოქროს მედლები მოიგო: გიორგი ელბაქიძემ (70 კგ.) და ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ.) ტურნირი პირველ ადგილებზე დაასრულეს.
გიორგი ელბაქიძემ ფინალში ირანელი ამირმოჰამად ბაბაკ იაზდანიჩერატი 8:4 დაამარცხა, ხოლო ვლადიმერ გამყრელიძემ ფინალში ყაზახი დაულეტ იერგეშს 5:3 სძლია.
ტურნირის ფინალში გასვლის შანსი კიდევ 5 ქართველ მოჭიდავეს ჰქონდა, თუმცა მხოლოდ ერთმა შეძლო ფინალის საგზურის მოპოვება. სოლომონ მანაშვილმა იური იძინსკი 10:0 დაამარცხა და ფინალში ირანელ ამირეზა ფარდინ ვალადის შეხვდება. ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ მირიან მაისურაძე (92 კგ), ევსემ შველიძე (86 კგ) და რამაზ თურმანიძე (61 კგ). ნახევარფინალში გასულმა თემურ ბერუაშვილმა მეოთხედფინალის ბოლო წამებზე ტრავმა მიიღო და ტურნირს ნაადრევად დაემშვიდობა.
კომენტარები