Thumbnail

ძალოსნობა | ირაკლი ჩხეიძე ევროპის U23 ჩემპიონი რეკორდით გახდა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ირაკლი ჩხეიძე ევროპის 23-წლამდე ჩემპიონი გახდა
  • ნათია გადელიამ ვერცხლის მედალი მოიპოვა

ალბანეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე ირაკლი ჩხეიძემ ოქროს მედალი მოიპოვა და რეკორდიც დაამყარა.

102 კგ წონით კატეგორიაში ქართველმა ძალოსანმა ატაცში 161 და 165 კგ დააფიქსირა, ხოლო აკვრაში 194, 205 და 216 კგ დაძლია. შედეგად, მან ორივე დისციპლინაში მცირე ოქროს მედლები მოიპოვა და ბუნებრივია, ორჭიდში დაგროვილი 381 კოლოგრამითაც ევროპის ჩემპიონი გახდა.

გარდა ამისა, ჩხეიძემ 23-წლამდელთა შორის არსებული რეკორდი 1 კგ-ით გააუმჯობესა და ახლა რეკორდის ავტორი თვითონაა.

დღესვე, იუნიორთა შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა ნათია გადელია, რომელმაც ატაცში 94, აკვრაში 115 კგ დააფიქსირა და ორჭიდში მოგროვილი 209 კილოგრამით ვერცხლის მედალი მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები