Thumbnail
  • სოლომონ მანაშვილმა ვერცხლი, მირიან მაისურაძემ ბრინჯაო მოიპოვა
  • საქართველომ 4 მედლით გუნდური პირველი ადგილი დაიკავა

ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში დასრულდა მსოფლიოს 23-წლამდე ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში, რომლის ბოლო საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებმა თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

125 კგ წონით კატეგორიაში ფინალში იყო სოლომონ მანაშვილი, რომელმაც ირანელ ამირეზა მასუმი ვალადისთან 2:13 წააგო და ვერცხლის მედალს დაეუფლა. ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მირიან მაისურაძემ (92 კგ.), რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში უკრაინელი დენის საჰალიუკი 5:3 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ მაისურაძემ ბრინჯაო ერთი თვის წინ დიდების მსოფლიოს ჩემპიონატზე მოიპოვა.

ბრინჯაოს მედალი ესპანეთიდან! მირიან მაისურაძემ (92 კგ) უკრაინელი საჰალიუკი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on კვირა, 23 ოქტომბერი, 2022


დღესვე ბრინჯაოს მედლის შანსი ჰქონდათ რამაზ თურმანიძეს (61 კგ.) და ევსემ შველიძეს (86 კგ.), მაგრამ გადამწყვეტ ბრძოლაში ორივემ მარცხი განიცადა, ხოლო თემურ ბერუაშვილმა ტრავმის გამო ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში საერთოდ ვერ იჭიდავა.

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 23-წლამდე ჩემპიონატი 2 ოქროს (გიორგი ელბაქიძე და ვლადიმერ გამყრელიძე), ვერცხლისა (სოლომონ მანაშვილი) და ბრინჯაოს (მირიან მაისურაძე) მედლით დაასრულა, გუნდურ ჩათვლაში კი პირველი ადგილი დაიკავა.

კომენტარები

ბოლო ამბები