Thumbnail

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო მატჩებში პირველად მოხდა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას არც გოლი და არც ასისტი არ ჰქონდა, ის რომასთან მოგებულ შეხვედრაში (1:0) ჩვეულად აქტიური იყო - რაზეც მეტყველებს 4 წარმატებული დრიბლინგი, ყველაზე მეტი ტურის ცენტრალურ შეხვედრაში. გთავაზობთ ქართველ გარემარბთან დაკავშირებულ საინტერესო ფაქტებს: 

საინტერესო ფაქტები

🟠 ზედიზედ 13 თამაშია, რაც ხვიჩა კვარაცხელია მოედნიდან გამარჯვებული გადის (2 ნაკრები, 11 ნაპოლი). ამ 13 თამაშში ხვიჩას ანგარიშზე 6 გოლი და 6 საგოლე პასია.

🟠 38 თამაშია, რაც ხვიჩა დაუმარცხებელია. ბოლოს მან 20 მარტს წააგო (მოსკოვის ცსკა-სთან). 22 გოლი, 12 საგოლე პასი წაუგებელ 38 მატჩში. 38 თამაშიდან მისმა გუნდებმა (ნაპოლი, დინამო ბათუმი, საქართველოს ნაკრები) 28 მოიგეს. 

🟠 რომასთან მატჩში ხვიჩას 7-მატჩიანი შედეგიანი (გოლი ან საგოლე პასი) სერია შეუწყდა.

🟠 რაც ნაპოლის მოთამაშეა, პირველად მოხდა, რომ ზედიზედ ორ მატჩში შეუცვლელად ითამაშა. თუ მხოლოდ სერია A-ს ავიღებთ, უკვე სამი ტურია, რაც სპალეტი ქართველს არ ცვლის. 

🟠 2022 წელს (ყველა მატჩში) ხვიჩას ანგარიშზე 23 გოლი და 14 საგოლე პასია (45 თამაშში). 

🟠 მე-40 მატჩია, რაც ხვიჩას ყვითელი ბარათი არ მიუღია. 

🟠 რომასთან მატჩში მას 4 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა. სერია A-ში მეტი დრიბლინგი ხვიჩას მხოლოდ ერთხელ, ბოლონიასთან შეხვედრაში ჰქონდა - 5. 

🟠 სერია A-ში საშუალოდ დრიბლინგების რაოდენობით ხვიჩა პირველ ადგილზე გადავიდა (ლასანა კულიბალისთან ერთად) – 1.7.

კომენტარები

ბოლო ამბები