Thumbnail
  • ზინედინ ზიდანი მზადაა, მწვრთნელად დაბრუნდეს
  • ყველაზე მეტი შანსი საფრანგეთის ნაკრებს აქვს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ზინედინ ზიდანმა დიდი საფეხბურთო სცენაზე დაბრუნება დააანონსა!

ლეგენდარულმა ფრანგმა RMC Sport-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სამწვრთნელო საქმიანობას ძალიან მალე დაუბრუნდება. კითხვაზე, ენატრება თუ არა მუშაობა, ზიზუმ ასე უპასუხა: “მალე, ძალიან მალე დავბრუნდები. არ ვარ შორს იმისგან, რომ რომელიმე გუნდი ჩავიბარო. მოვიცადოთ, ცოტაც მოვიცადოთ.”

ეს იმას ნიშნავს, რომ 50 წლის სპეციალისტი მზადაა, დაბრუნდეს. ჯერჯერობით უცნობია, ზიზუს ამ განცხადებით რომელიმე გუნდის ან ნაკრების დაინტერესება სურს, თუ უკვე აქვს კონკრეტული შეთავაზებები. 

ბოლოს ზიდანს პარი სენ-ჟერმენს უკავშირებდნენ, სადაც მაურისიო პოჩეტინოს შემცვლელად განიხილებოდა. მედიაში ასევე იწერებოდა, რომ ზიდანის დანიშვნა მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელებსაც სურდათ (სულშერის შემცვლელად). თუმცა პსჟ-საც და იუნაიტედსაც სხვა მწვრთნელები დაუნიშნეს.

ახლა ყველაზე ხშირად იწერება, რომ ზიდანი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ საფრანგეთის ნაკრებს ჩაიბარებს. როგორც იცით, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებს ისევ დიდიე დეშამი წვრთნის. ამავდროულად, ტურინის იუვენტუსის გულშემატკივრებს იმედი აქვთ, რომ ფრანგი მასიმილიანო ალეგრის შეცვლის.

შეგახსენებთ, რომ ზიდანმა მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელის პოსტი 2021 წლის მაისში დატოვა და მას შემდეგ ისვენებს.

კომენტარები

ბოლო ამბები