- ჩავიმ ბარსელონას ჯგუფიდან გასვლის შანსებზე ისაუბრა
- PREVIEW | ბარსელონა სასწაულის იმედად - ბაიერნი არაფერს დათმობს
ბარსელონას მთავარი მწვრთნელი ჩავი ერნანდესი თავისი გუნდის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასვლის შანსებს რეალისტურად აფასებს. კატალონიური გრანდის დამრიგებელმა მიუნხენის ბაიერნთან მეხუთე ტურის მატჩის წინ განაცხადა, რომ მის გუნდს ძალიან მცირე შანსი აქვს.
“ჩვენი შანსები მცირეა. შესაბამისად, მხოლოდ პატარა იმედი გვაქვს. სამწუხაროა, რომ ჩვენი ბედი ჩვენს ხელთ აღარაა.” - განაცხადა ჩავიმ ბაიერნთან თამაშის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.
საკმარისია, მილანის ინტერმა პლზენი დაამარცხოს, რომ ბარსას იმედის ბოლო ნაპერწკალიც ჩაქრება და რაკი ეს მატჩი უფრო ადრე იწყება, შესაძლოა, ბარსელონა-ბაიერნის დაწყებამდე კატალონიელები უკვე გავარდნილები იყვნენ.
“ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ბაიერნის მსგავსი გრანდების დამარცხება შეგვიძლია. მნიშვნელობა არ აქვს, რა მოხდება მილანში - ბაიერნს უნდა მოვუგოთ. ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც მიუნხენში ვითამაშეთ. მართალია, მაშინ წავაგეთ, მაგრამ ჩვენი თამაშით კმაყოფილი ვიყავი,” - დასძინა ჩავიმ.
შეგახსენებთ, რომ ბაიერნს ჯგუფიდან გასვლა განაღდებული აქვს.
კომენტარები