Thumbnail

U17 | საქართველოს ნაკრებმა ევროშესარჩევი ისრაელთან მარცხით დაიწყო

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • საქართველოს ნაკრებმა ისრაელთან 1:3 წააგო
  • მეორე ტურში გიორგი ხიზანიშვილის გუნდი ინგლისს შეხვდება

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დაიწყო, რომლის ჯგუფური ეტაპის მატჩები საქართველოში იმართება.

გიორგი ხიზანიშვილის გუნდი პირველ ტურში რუსთავში ისრაელის 17-წლამდელთა ნაკრებს შეხვდა და 1:3 დამარცხდა. სტუმრები მე-17 წუთზე ანასა სარსურმა ახლო მანძილიდან დააწინაურა, რასაც 8 წუთში ალექსანდრე თურქიამ უპასუხა და წონასწორობა აღადგინა.

თუმცა, ჯერ პირველი ტაიმის ბოლოს იდო ოლიმ ისრაელი ისევ დააწინაურა, ხოლო 83-ე წუთზე იუვალ რანონმა სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩში ინგლისმა ლიეტუვა 3:1 დაამარცხა.მეორე ტურში 28 ოქტომბერს, საქართველო სწორედ ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდება.

საქართველო 1:3 ისრაელი

გოლები: 0:1 სარსური (17), 1:1 თურქია (25), 1:2 ოლი (45), 1:3 რანონი (83)

საქართველო: კოპალიანი, გოგატიშვილი (77. სამუშია), ნიკოლაიშვილი, ქელდიშვილი, ამისულაშვილი, გოგია, ინაიშვილი, ფეიქრიშვილი, გეგუჩაძე, თურქია, ბუბუტეიშვილი (66. სალია).

კომენტარები

ბოლო ამბები